სიახლეები
სკოლები

გოგინაურის საჯარო სკოლის მხატვრული ლიტერატურის მოყვარული მოსწავლეები - ლიკა ზოიძე და ანა გოგიტიძე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
05-04-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონსძიებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, Xll კლასის მოსწავლე ლიკა ზოიძე და Vlll კლასის მოსწავლე ანა გოგიტიძე „მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბის“ სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

აღნიშნული კლუბი 2022 წელს, მუნიციპალიტეტის ინიციატივით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

მოსწავლეები, ერთი წლის განმავლობაში, სამი ფასილიტატორი მასწავლებლის - ლია ქამადაძის, მალვინა ზოიძის და მზია გოგაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებდნენ. მათ წაიკითხეს და დაამუშავეს ათეულობით მხატვრული ლიტერატურა, შეხვდნენ ავტორებს, აანალიზებდნენ მხატვრულ ნაწარმოებებს, ირგებდნენ პერსონაჟების როლს, მსჯელობდნენ ავტორის პოზიციიდან, მართავდნენ დებატებს, განიხილავდნენ ფილმებს და ა.შ.

როგორც სკოლაში ამბობენ, კლუბის ერთწლიანი მუშაობის პერიოდი უაღრესად ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა, მან ყოველგვარ მოლოდინებს გაადაჭარბა.

შემაჯამებელ შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები უძღვებოდნენ, რომლებიც მოსწავლეებს მიესალმნენ და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

დასასრულს, კლუბის წევრები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით, ხოლო მათი მასწავლებლები მადლობის ბარათებით.

„შეხვედრა დატვირთული იყო დადებითი ემოციებით, რაც განსაკუთრებით გამოიწვია მოსწავლეთა მიერ გამოხატულმა შთაბეჭდილებებმა.
ვულოცავთ და გვიხარია ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლის წარმატება, ვუსურვებთ მათ ყველა მიზანი წარმატებით განეხორციელებინოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება