სიახლეები
სკოლები

„დაიცავი შენი კულტურული მემკვიდრეობა, იგი ქვეყნის სიმდიდრეა!“- ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი თანატოლებს
05-04-2023
-
+


ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

სკოლაში პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ მიმდინარეობს, მასში სასკოლო საზოგადოებაა ჩართული. მის ფარგლებში კი, არაერთი, მათ შორის, დაწყებითი კლასების განხორციელებული აქტივობა -„ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი“, გაიმართა.
 
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ფოლკლორის ვიდეოჩანაწერი გააკეთეს, შექმნეს ელექტრონული წიგნი, დახატეს საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები და გამორჩეული ეპიზოდები.

მათი გზავნილი თანატოლებისადმი ასეთია - „დაიცავი შენი კულტურული მემკვიდრეობა, იგი ქვეყნის სიმდიდრეა!“

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანე და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე კულტურის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. მათი შენარჩუნება, როგორც ღირებულებისა და იდეის მატარებელი ობიექტისა, წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უწყვეტ ხაზს ქმნის. ამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალი თაობა ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაზე. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, რომელშიც ჩართულია სასკოლო საზოგადოება.
კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია ხალხური ზეპირსიტყვიერება, რომელიც მრავალფეროვანია: მითი, ბალადა, ლეგენდა, თქმულება, ზღაპარი, ლექსი, იგავი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება