სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
05-04-2023
-
+


ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიალი პროექტ - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი მარეხ გიორგაძე, წარჩინებულ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, სკოლის დირექცია და მოსწავლეები დაესწრნენ.

ზაზა ლომინაძემ პირადი საჩუქრებით დააჯილდოვა როგორც მოსწავლეები, ისე სკოლა. მან მოსწავლეებს „ბიბლუსის“ ბარათებთან ერთად „პატარა უფლისწული“ გადასცა, სკოლას კი უსახოვრა მისი ჭადრაკში მოპოვებული პირველი თასი და მედალი, რომელიც მაშინ მოიგო, როცა  ქუთაისის N13 სკოლის მოსწავლე იყო. დეპუტატმა მოსწავლეები ასევე სპორტული ბურთებით დაასაჩუქრა.

სკოლაში ზაზა ლომინაძესა და ღონისძიების ყველა სტუმარს მადლობას უხდიან. 

„ეს დღე არასოდეს დაავიწყდება ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეებს - არინა შაფოროსტს, რომელიც ამჟამად კადეტთა ლიცეუმის პირველი კადეტია, საუკეთესო შედეგებით ჩარიცხული, ამჯერადაც არ თმობს პირველობას და ასევე მარიამ ხურცილავას და თეკლა არაბიძეს. წარმატებები N13 საჯარო სკოლას. მადლობა, ამ დღის ისტორიად ჩამოყალიბებისათვის ბატონო ზაზა, ქალბატონო მაია, ბატონო ვაჟა, ქალბატონო მარეხ, საუკეთესო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება