სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში, სპეცმასწავლებელმა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები განახორციელა
06-04-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

სპეციალურმა მასწავლებელმა - თამარ ჯიშკარიანმა მოსწავლეებში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების, აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აქტივობები გამართა. მან მოსწავლეებს აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.

გარდა ამისა, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მხარდაჭერის ნიშნად, თემატური პოსტერები დაამზადეს. რესურსოთახში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ფაზლებისგან გულის ფორმის ფიგურა გააკეთეს და მათ ასე აუტიზმის მქონე თანატოლებისა და არა მხოლოდ თანატოლების მიმართ, სიყვარული და თანადგომა გამოხატეს.

„ფაზლები? - რატომ ფაზლები?! რადგან აუტიზმის მქონე პირებს აქვთ კომუნიკაციის, ურთიერთობების დამყარების სირთულე და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი ამ სინდრომთან დაკავშირებით. ფაზლი წარმადგენს ერთგვარ თავსატეხს და ამიტომაც არის აუტიზმის სიმბოლოდ მიჩნეული.
აუტიზმის გასაღები სიყვარულია!
-შეიყვარე!
-მიიღე!
- მხარი დაუჭირე!
-დაეხმარე!
-დაიცავი!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება