სიახლეები
სკოლები

„ანცი, მაგრამ უსაზღვროდ გონიერი“ - გაიცანით, კალის საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთევან ჩემიას მორიგი ნიჭიერი მოსწავლე 
06-04-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სწავლას მოწყურებული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი მოტივირებულები, მონდომებულები არიან და ცდილობენ, სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე მეხუთეკლასელი გიორგი ხარძიანია. ის, გაკვეთილებს ყოველთვის მონდომებითა და ინტერესით ამზადებს.

სკოლის პედაგოგი - ქეთევან ჩემია მეხუთეკლასელის შესახებ გვიყვება, რომელმაც პედაგოგის დავალებას წარმატებით გაართვა თავი.

„გიორგი ხარძიანი მეხუთეკლასელია, ისევე, როგორც მისი თანატოლები, მოუსვენარი და ანცი, მაგრამ უსაზღვროდ გონიერი... და კიდევ: სრულიად „უწყინარის“ შთაბეჭდილება შეიძლება დატოვოს მასზე, ვინც მას არ იცნობს... მაგრამ მიუხედავად ამისა, ეშმაკობასა და ბეჯითობას შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს.

ეს გიორგიმ დამიწერა და სულ რამდენიმე უმნიშვნელო შეცდომა დაუშვა, რომელიც მასწავლებელმა ჯერჯერობით არ გაუსწორა, რადგან მეხუთე კლასში, სადაც საგანი მიმდინარე წელს დაიწყეს, ამ დონის მიღწევა, ცოტა არ იყოს სასიამოვნოა, მეტი რომ არაფერი ვთქვათ.

მიხარია, რომ წერა-კითხვა ახალდაწყებული ბეჯითად იღვწის, ხოლო მეტყველება რომ გაცილებით უკეთესი აქვს, ეს მისი მასწავლებლის კი არა „მულტიკების“ დამსახურებაა და ხანდახან ჩვენ რუსულ ენაზე საუბარსაც კი ვცდილობთ... ამიტომაც ძალიან ძალიან და ძალიან უყვარს მის რუსულის მასწავლებელს... მით უფრო, რომ იგივე მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მხატვრული ლიტერატურის კითხვითაც „ანებივრებს“, რადგან მისი „ხათრით“ კითხულობს.

ეს არ არის ცოტა, გიორგი, მაგრამ მე უფრო მეტს მოვითხოვ შენგან... მართალია, არ მიყვარს შედარებები და არც არავის შეგადარებ, მაგრამ სურვილი მაქვს იყო საუკეთესო.

ჩვენს კლასში იწერება ქულა „ათი“, ან არაფერი, „არაფერი“, მოგეხსენებათ „ნულს“ უდრის, ჰოდა, რაც ნაკლები იქნება ეს ოხერი „ნული“, მით მეტი იქნება წარმატებები და მისი აღრიცხვაც.

გიორგის კარგად ესმის ის, რისი თქმაც სურს მასწავლებელს, ამიტომ მისი იმედი შეიძლება მქონდეს.

მინდა ვუთხრა გიორგის:

გიო, უღალატო ადამიანები ყოველთვის, ყოველ დროში სხვა ადამიანების და სამშობლოს დასაყრდენებია...

მინდა, სწორედ ასეთი მყავდე.

მადლობა „ხათრისთვის“ , - ამბობს პედაგოგი, ქეთევან ჩემია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება