სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
06-04-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავენ, გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მანანა ღოღობერიძის ხელმძღვანელობით, აქტივობები მოაწყვეს.  

მათ პრეზენტაცია - „მაინც რა არის აუტიზმი?“, გამართეს, უყურეს ანიმაციურ ფილმს და შექმნეს პოსტერი - „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“. ფილმის ჩვენების შემდეგ, დისკუსია მოეწყო, მათ ნანახი რეალურ ცხოვრებას დაუკავშირეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეები მსჯელობით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აუტიზმი დაავადება არ არის და რომ აუტიზმის მქონე ადამიანები ისეთივე უნიკალურები არიან, როგორც ყველა დანარჩენი. 

„აუტიზმის მქონე ბავშვის უფლებების დამცველი, ტოლერანტი, მიმღებელი, მხარდამჭერი და დამხმარე კლასია ეს კლასი. მათმა დამრიგებელმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა პირველი კლასიდანვე შექმნეს მზრუნველი და მოსიყვარულე  გარემო, რომელშიც ნებისმიერი ბავშვი თავს კომფორტულად იგძნობს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება