სიახლეები
სკოლები

დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მდინარის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
07-04-2023
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ მოსწავლეები ყოველთვის აღნიშნავენ ისეთ გარემოსდაცვით დღესასწაულებს - როგორიც მდინარის დაცვის დღეა.

„ბრიტანელმა პოეტმა, აუდენმა თქვა: „ათასობით ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულოდ და არცერთი-წყლის გარეშე“. წყალს მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისთვის. 14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა. პროექტის - „ჩვენი ეკოლოგიური ნაკვალევი“ ფარგლებში შექმნილი მწვანე კალენდრის მიხედვით ჩვენც შევუერთდით ამ დღეს“,- გვეუბნებიან სკოლაში სადაც  გეოგრაფიის მასწავლებელის - ნინო ხრიკაძის ხელმძღვანელობით, მდინარის დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს სუფთა წყლის მნიშვნელობაზე, მდინარეების დაბინძურების მიზეზებზე, იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის წყლის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობას.

ასევე ისაუბრეს, თუ რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ შევამციროთ მდინარეების დაბინძურება.

„ყოველივე ეს დავუკავშირეთ მდგრადი განვითარების მე-6 მიზანს - სუფთა წყალი და სანიტარია, ჩვენი ამოცანაა  2030 წლისთვის მიღწეულ იქნას ყველა ადამიანისათვის უსაფრთხო და სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა. სუფთა წყალი ჯანმრთელობის საწინდარია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება