სიახლეები
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
06-04-2023
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. 

ყურადღების მიღმა არც ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე და საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე აღმოჩენილა. 

მესამე კლასის მოსწავლეები, მასწავლებელ ლელა კირკიტაძის ხელმძღვანელობით, ერთი თვის განმავლობაში, ცნობილ მეზღაპრეთა ნაწარმოებები - „პეპი  გრძელიწინდა",  „თოვლის დედოფალი"  და  „მახინჯი იხვის ჭუკი“ წაიკითხეს.

ისინი, კითხვის პროცესში, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ პერსონაჟების ხასიათის თავისებურებებზე და ჩანახატებს აკეთებდნენ.

მოსწავლეებმა ზღაპრიდან სასურველი ეპიზოდები აირჩიეს და როლები დაისწავლეს. პროექტის ფარგლებში, ნახეს წიგნის მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ.

მესამეკლასელებმა პეპის დიდი პლაკატი დაამზადეს, მასზე მზე და მზის სხივები მიამაგრეს და პეპის თვისებები ჩამოწერეს. მოსწავლეებმა იმღერეს სიმღერა პეპიზე და დიდი სიყვარული გამოხატეს.

„ბავშვებს მივეცი საშუალება, აერჩიათ ერთ-ერთი ნაწარმოები, რათა მისი განხილვა მოეწყოთ. თითქმის ერთხმად გადაწყდა, რომ ეს წიგნი ყოფილიყო ყველაზე მხიარული, სახალისო და საინტერესო ზღაპარი - „პეპი გრძელიწინდა“,- აღნიშნავს მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ გამოჩენილი დანიელი საბავშვო მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს მსოფლიოში საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება