სიახლეები
სკოლები

„არაფორმალური განათლების სარგებელი“- ჯუგაანის საჯარო სკოლის მასწავლებელის - ქეთინო ჩალახეშაშვილის საინტერესო სტატია
06-04-2023
-
+


 
სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

ისინი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას კი თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. 

ერთ-ერთი ასეთი გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთინო ჩალახეშაშვილია. მან არაფორმალური განათლების სარგებლის შესახებ საინტერესო სტატია მოამზადა, რომელშიც გამოწვევებისა და განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს. 

ჩვენ მის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

                                        არაფორმალური განათლების სარგებელი

თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ფეხი უნდა აუწყოს გამოწვევებს, რათა კომფორტულად იგრძნოს თავი მოცემულ სიტუაციაში. ბავშვის გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას მრავალმხრივი უნარების განვითარება სჭირდება. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ფორმალური განათლების  პარალელურად  განათლების დიდი წილი არაფორმალურ სწავლებაზე მოდის.

არაფორმალური განათლება არის ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას.  განათლების ამგვარი ფორმა არ არის ფოკუსირებული სახელმძღვანელოებსა და შეფასებებზე, იგი ორიენტირებულია კონკრეტულ მოთხოვნებსა და პრაქტიკულ პროცესზე.                            

წინასწარ გაწერილი გეგმისაგან განსხვავებით არაფორმალური განათლება მთლიანად ბავშვის ინტერესებსა და შინაგან მიდრეკილებებზეა დაფუძნებული.

სკოლის, მასწავლებლებისა და საზოგადოების მთავარი ამოცანაა გავაღვიძოთ და გავააქტიუროთ მიძინებული შესაძლებლობები. ამისათვის საჭიროა სკოლაში შეიქმნას სივრცე სადაც მოსწავლეები თავისი უნარების რეალიზებას შეძლებენ.

ცოდნის შეძენა ადამიანში დაბადებიდან იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. ესაა გამოცდილება, რომელსაც სოციუმი უყალიბებს. ამიტომ სასკოლო გარემოში ჩვენი მოსწავლეებისათვის უნდა შევქმნათ სივრცე არაფორმალური განათლებისათვის.

ევროსბჭოს დოკუმენტებით განისაზღვრა არაფორმალური სწავლების მახასიათებლები:

  • ნებაყოფლობითობა
  • ხელმისაწვდომობა
  • მიღწევადობა ნებისმიერ სიტუაციაში და გარემოში
  • უწყვეტობა ფორმალური განათლების პარალელურად.
  • ეყრდნობა გამოცდილებას და ქმედებებს.

სკოლას შეუძლია მოსწავლეს შესთავაზოს არაფორმალური განვითარებისათვის მრავალფეროვანი სერვისები, როგორიცაა - კლუბური მუშაობა, საგნობრივი წრეები, კომფერენციები, ექსკურსიები და სხვ.  აქ შეძლებენ განახორციელონ კვლევები, სოციალური თუ თემატური პროექტები, შექმნან მრავალფეროვანი რესურსები, ჩაერთვნენ და დაგეგმონ ღონისძიებები და სხვა. მუშაობის პროცესი წარიმართება ნებაყოფლობით, წამახალისებელი, მამოტივირებელი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით.

არაფორმალური სწავლება ააქტიურებს კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს. ბავშვებს უვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციები. ფეხს უწყობენ ცხოვრებას, როგორც ჩვეულ ასევე ექსტრემალურ ვითარებაში. შეძლებენ მუშაობას, როგორც პირისპირ ასევე დისტანციურ რეჟიმში.

მინდა თქვენი ყურადღება  ამჯერად კლუბურ მუშაობაზე შევაჩერო.

2021 წლიდან ჩემს სკოლაში გაიხსნა დებატების კლუბი და ჩვენ გავხდით გრანდიოზული პროექტის მონაწილე. პროექტი - ,,სკოლები, როგორც სოციალური მოდელი-გაუმჯობებებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა UNICEF Georgia-ს დანორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა დასაქართველოს პარლამენტის ინიციატივით განახორციელა.

2022 წლის შემოდგომიდან ჩავერთეთ პროექტში - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც ასევე ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.   პროექტის მიზანია მოსწავლე- ახალგაზრდობის განათლება და მრავალმხრივი უნარების განვითარება, რომელიც მათ ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ.

რა მისცა კლუბში მუშაობამ ჩემს მოსწავლეებს?

დაეუფლნენ კარლ პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების ხელოვნებას, გახდნენ თავდაჯერებულნი, ისწავლეს დროის მართვა, ჩამოუყალიბდათ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების უნარები, გახდნენ კომუნიკაბელურები, ისწავლეს გუნდური მუშაობა, ურთიერთპატივისცემა სიტყვით გამოსვლის დროს. განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და პრეზენტირების უნარი. მათთვის კლუბში მუშაობა სახალისო და საინტერესოა.

იმედი მაქვს უახლოეს მომავალში გაიზრდება ინტერესი და მოთხოვნა სკოლებში არაფორმალური განათლების მიმართულებით. ექნებათ სახელმწიფო მხარდაჭერა და ჩართულობა ამ მიმართულებით.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება