ცხრილი 3
|
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი
|
ვალდებულებები
|
კომპეტენციები
|
1) კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ინკლუზიური განათლების სფეროში:
- ეხმარება კოლეგებს (სპეციალურ მასწავლებლებს, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს და მასწავლებლებს) პროფესიულ განვითარებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მათი პროფესიული საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რელევანტური აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;
- საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს უწევს სსსმ მოსწავლეების მასწავლებლებს, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს და მშობლებს.
|
- შეუძლია მასწავლებლებლების და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოკვეთა ინკლუზიური განათლების მიმართულებით;
- შეუძლია გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აქტივობების/სტრატეგიების შერჩევა სსსმ მოსწავლეთა სწავლებისა და ქცევის გაუმჯობესების მიზნით;
- შეუძლია პროფესიული განვითარებისთვის საჭირო გეგმის შემუშავება და გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
- აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი - შეუძლია კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის უნარების დახვეწასა და ცოდნის გაფართოების მიმართულებით (ფიზიკური შეზღუდვის, ინტელექტუალური განვითარების დარღვევის; სწავლის უნარის დარღევის; სმენის და/ან მხედველობის დარღვევის; მეტყველების განვითარების დარღვევის; ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის);
- კოლეგებს ეხმარება გაიღრმავონ ცოდნა და უნარები სსსმ მოსწავლეთა უნარების შეფასების, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის, სწავლა - სწავლების სტრატეგიების განსაზღვრის, ქცევის მართვის გეგმის, ტრანზიციის გეგმის, სწავლების უნივერსალური დიზაინის და სხვა საჭირო საკითხების მიმართულებით;
- ქმნის პროფესიულ რესურსებს - წერილობითი, ვიზუალური, ვიდეო ან აუდიომასალების სახით, ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით.
|
2) ინკლუზიური განათლების შესახებ ცოდნის გაფართოება და პრაქტიკის გაუმჯობესება:
- ეცნობა ინკლუზიური განათლების სფეროში მიმდინარე ბოლოდროინდელ ცვლილებებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
- მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს სკოლის ინკლუზიური განათლების და კულტურის გაუმჯობესების მიზნით.
|
- აქვს ინკლუზიური განათლების სფეროში პროფესიული ლიტერატურის და თანამედროვე მეცნიერული ინფორმაციის მოძიების, გაფილტვრის და დამუშავების უნარი;
- აქვს ცოდნა ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, პრაქტიკის, მონიტორინგის და მართვის შესახებ;
- იცნობს და იყენებს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას განვითარების დარღვევების, სწავლების სტრატეგიების, ქცევის მართვის, სპეციალური საჭიროებების და ინკლუზიური განათლების შესახებ;
- არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
- მუშაობისას იზიარებს და ეყრდნობა ინკლუზიურ განათლებაში არსებულ ბოლოდროინდელ სამეცნიერო საგანმანათლებლო კვლევებს;
- ქმნის პორტფოლიოს და შესაბამისად აწარმოებს მასში შემავალ დოკუმენტებს;
- შეუძლია ალტერნატიული სასწავლო გეგმებით ხელმძღვანელობა;
- პრაქტიკის პროცესში იყენებს სწავლისა და განვითარების ძირითად თეორიებს.
|
3) ინკლუზიური განათლების სფეროში კვლევების ჩატარება:
- ატარებს სკოლის ან/და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) საჭიროების კვლევებს ინკლუზიური განათლების სფეროში, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით;
- იკვლევს ინკლუზიური განათლების საჭიროებებსა და ბარიერებს, კვლევის შედეგებს იყენებს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელებისთვის.
|
- აქვს კვლევითი უნარები: შეუძლია საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება ინკლუზიური განათლების სფეროში სკოლისა და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) საჭიროებიდან გამომდინარე;
- ფლობს კვლევის მეთოდებს, შეუძლია კვლევის დაგეგმვა და განხორციელება ინკლუზიურ განათლებაში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის, ასევე, ინტერვენციის შედეგების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- შეუძლია კვლევის შედეგების გამოყენება სსსმ მოსწავლეებთან პრაქტიკული მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესისთვის.
|
4) ეფექტური და პოზიტიური თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან:
- გარდა სკოლისა, თანამშრომლობს ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან - საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და სსსმ მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესებისთვის;
- კომუნიკაციას ამყარებს და თანამშრომლობს სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან, ასევე, ინკლუზიური განათლების იმ ექსპერტებთან და სხვა პროფესიონალებთან, რომლებიც მუშაობენ ინკლუზიური და სპეციალური განათლების საკითხებზე, ან/და დამატებით ინტერვენციას ეწევიან სსსმ მოსწავლესთან სკოლის გარეთ.
|
- შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება სსსმ მოსწავლეთა განვითარებასა და განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებსა და პროფესიონალებთან როგორც სკოლის შიგნით, ისე სკოლის გარეთ;
- აქვს უნარი, მკაფიოდ და რელევანტურად გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს საკუთარი სკოლისა და სსსმ მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები;
- შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა სხვებთან თანამშრომლობის საფუძველზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების განვითარებასა და სსსმ მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესებას;
- საჭიროებების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს გუნდური მუშაობის პრინციპით.
|
5) სსსმ მოსწავლეთა ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრება:
- ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს ინკლუზიურ სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში;
- არის ინიციატორი, გეგმავს და სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს ინკლუზიური გარემოს განვითარების ხელშემწყობ აქტივობებს;
- გეგმავს და სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებს/პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ტოლერანტობის, მრავალფეროვნების, განსხვავებულობის მიმართ მიმღებლობის და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრებას;
- ახორციელებს აქტივობებს, რომლებიც სსსმ მოსწავლეების და განსხვავებული საჭიროების მქონე პირების უფლებათა დაცვაზეა ორიენტირებული.
|
- აქვს სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების უნარები;
- იცნობს და იზიარებს მდგრადი ინკლუზიური განვითარების ძირითად პრინციპებს;
- აქვს უნარი, გააზიაროს და გაავრცელოს მდგრადი ინკლუზიური განვითარების ძირითადი პრინციპები, არადისკრიმინაციული ტერმინოლოგია და ტოლერანტული დამოკიდებულება სკოლაში;
- ახორციელებს აქტივობებს სსსმ მოსწავლეებისა და სხვადასხვა სპეციალისტების, პროფესიონალების, სფეროს აქტივისტების ჩართულობით;
- აქვს უნარი, გააზიაროს და დანერგოს, ასევე ამ პროცესში ჩართოს სხვა ადამიანები განსხვავებულობის აღიარებისა და უფლებათა დაცვაზე მიმართულ აქტივობებში.
|
6) სსსმ მოსწავლეთა ტრანზიციის ხელშეწყობა და პროფესიული ორიენტაცია:
- ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის ზოგად განათლებაში, ზოგადი განათლების საფეხურებს შორის და ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციას, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობით ისგ ჯგუფთან ერთად;
- ხელს უწყობს სსსმ მოსწავლეების თვითგამორკვევას, შეფასებას და პროფორიენტაციას;
- ამზადებს სსსმ მოსწავლეებს დამოუკიდებელი ან/და ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
|
- გეგმავს, აყალიბებს და ახორციელებს ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმას სსსმ მოსწავლის ერთი საფეხურიდან (ან/და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან) მეორეზე გადასვლის პროცესში (სკოლამდელი დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საფეხურზე, ზოგადი განათლებიდან პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების საფეხურზე, სკოლის შიგნით - დაწყებით, საშუალო და საბაზო საფეხურზე);
- შეუძლია სსსმ მოსწავლეებში პოპულარიზაცია გაუწიოს პროფესიებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ორიენტაციას;
- შეუძლია სსსმ მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენა და საბაზო აკადემიური და წინა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული შემოქმედებითი, სპორტული და სხვა აქტივობების გამოყენება.
|