სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
07-04-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მცირე საგრანტო პროექტის - „ციფრული  მოქალაქეობა“ ფარგლებში, გამოფენა მოეწყო. 

გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები - პრეზენტაცია, სლოგანი, ნახატი, პოსტერი. ისინი აქტივობის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ამასთანავე, მათმა ნამუშევრებმა ყველას მოწონება დაიმსახურა. 

შეიქმნა კომპეტენტური ჟიური სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის პედაგოგის ჩართულობით, რომლებმაც მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს. ნომინაციებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ გამარჯვებულის სერტიფიკატიდა საკანცელარიო ნივთებით.

სამოქალაქო განათლების პროგრამას PH  international ახორციელებს, „სიქა“ წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს  ქვემო ქართლის რეგიონში.

„საზეიმო მუხტი  დილიდანვე იგრძნობოდა. სკოლის ფოიეში, პროექტის ფარგლებში, შეძენილ მოლბერტის დაფებზე განთავსდა ნამუშევრები, საოცარი სიხალისე იგრძნობოდა. ეს იყო ახალი ინოვაცია და სტიმულის მიმცემი სასკოლო საზოგადოებისთვის. დაფების განლაგებამ გაალამაზა, გააჯანსაღა სასკოლო გარემო. 14 მარტიდან გამოცხადდა კონკურსი, ბავშვებს მოჰქონდაათ ნამუშევრები, რომელიც იკრიბებოდა და იკინძებოდა.
შეიქმნა კომპეტენტური ჟიური: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის პედაგოგის ჩართულობით, რომლებმაც  შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები მეშვიდე მეთორმეტე კლასის მოსწავლეების და ასევე, მოხალისეების ჩართულობითაც.  ყველა ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვეული. მოსწავლეები აღფრთოვანებით ელოდებოდნენ ამ  საზეიმო წუთებს. კონკურსში ყველა მონაწილე დაჯილდოვდა წარმატებული მონაწილეობის  სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულები - გამარჯვებულის სერტიფიკატით და საკანცელარიო ნივთებით.
სკოლის დირექტორმა ინგა მიქელაძემ  მიულოცა ბავშვებს გამარჯვება, გადასცა სიგელები, წარმატებები უსურვა. სიგელებს მონაცვლეობით გადასცემდნენ პროექტის სულის ჩამდგმელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი,  სასწავლო ნაწილი: გეიდარ ისმაილოვი,  სახვითი ხელოვნების პედაგოგი: ნათია ჩხეტიანი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ამაია ფატულაევა.  
პროექტული სწავლება სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ცხოვრების გამაჯანსაღებელი ფაქტორია, რომელიც ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს და სრულიად განსხვავდება ტრადიციულისაგან, ავითარეს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს: კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემებზე მსჯელობას, თანამშრომლობას, კრეატულ ხედვას და ა. შ.
ამგვარი  ჩართულობა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ახალი მოლოდინების  ინტერესს უღვივებს.
ეს დღე სავანეთის სასკოლო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი დღე იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება