სიახლეები
სკოლები

შთამბეჭდავი კულინარიული პროექტი ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში
07-04-2023
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მხიარული პროექტი - „კულინარიული დუელი“ IV (დამრიგებელი: ნ.ბასილაძე) და IV (დამრიგებელი: დ.კაკაურიძე)  კლასებს შორის, მშობლებისა და მოსწავლეების ჩართულობით, გაიმართა.
 
მონაწილეებმა, დაგეგმილ დროში საკონკურსოდ დამზადებული კერძები წარმოადგინეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ჟიურის წევრები მშობლები და მასწავლებლები იყვნენ. მზადების პროცესის, პარალელურად, მეოთხეკლასელი გოგონების მონაწილეობით, მხიარული შეჯიბრი გაიმართა.

„სკოლის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. პროექტის მიმდინარეობას კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდიდა მუსიკალური ნომრები, რომლებიც წარმოადგინეს პატარებმა, მშობლებთან ერთად. ასევე შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები, ორივე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. 
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში მონაწილეობდნენ მამებიც, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა სანახაობას.
საბოლოოდ გაიმარჯვა მეგობრობამ, თანამშრომლობამ, მონდომებამ და ურთიერთობამ.
მთავარია, მშობლებმა იგრძნეს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც მათ იღებენ, უსმენენ, მათ აზრს ითვალისწინებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება