სიახლეები
სკოლები

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში, ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
07-04-2023
-
+


ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში, ევროსაბჭოს პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, მორიგი ეტაპის განხილვა მოეწყო. 

შეხვედრა 3 აპრილს გაიმართა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გეგმის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და ფუნქციების გადანაწილება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია სკოლის დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

შეხვედრაზე დაკომპლექტდა მასწავლებელთა ჯგუფები მიზნების შესაბამისად: 

  • 1 ჯგუფი -  იოსებ ჟღენტი, თინათინ ბედოშვილი, ნინო ჩადუნელი, ქეთევან გაბრიჭიძე, რუსუდან ქათამაძე, ნატალია ყიფშიძე, ირმა კიკნაველიძე;
  • 2 ჯგუფი -  ეკა ბურჯანაძე, ეკატერინე ნებიერიძე, სოფიო გოგნაძე, სალომე ჩუბინიძე, მირიდა ბაგაური, აკაკი სანიკიძე;
  • 3 ჯგუფი - მირანდა მანჩაშვილი, მარინა ბარბაქაძე, ირმა ცქიტიშვილი, ირმა შალიკიანი, ირინა ჩხიკვაძე, თამარ ფინდიშვილი

აღსანიშნავია, რომ  ჯგუფების კოორდინირებულ მუშაობას ხელს უწყობს სკოლის დირექტორი - ლელა კირკიტაძე და დირექტორის მოადგილე - ირმა ბოჭორიშვილი. 

ასევე შეხვედრაზე, აქტივობებისთვის საჭირო დრო და რესურსები გაიწერა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ქოუჩების - რუსუდან ლომთაძისა და ლელა წურწუმიას რეკომენდაციები. 

მოგეხსენებათ აპრილი პროექტის აქტივობების განხორციელების პირველი ეტაპია, გამომდინარე აქედან სკოლა აანონსებს, რომ მორიგი შეხვედრა 25 აპრილს ჩაინიშნა მომდევნო ნაბიჯების გადასამოწმებლად და განვლილი საფეხურის გასაანალიზებლად. 

„წარმატებები ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს…“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება