მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან, კამელ ბოუჰმადთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების სფეროში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კამელ ბოუჰმადს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის და საუბრისას ხაზი გაუსვა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მხარეებმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ახალგაზრდებში შრომითი უნარების გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო გეგმებიც განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ ერთობლივ პროექტს.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება