სიახლეები
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ნიკოლოზ ჩახმახაშვილს კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმოდ გადაეცა
07-04-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ჩახმახაშვილი კუთვლინი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, 23 თებერვალს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2020-21 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მედალოსნებს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული თანხა და საჩუქარი ადრევე გადაეცათ, თუმცა პანდემიის გამო, მედლების საზეიმო ფორმატში გადაცემა ვერ მოხერხდა.

მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 23 თებერვალს, სიმბოლურად, დიდი მწერლის - რევაზ ინანიშვილის ახლადრეაბილიტირებულ სახლმუზეუმში 37 მედალოსანი დაჯილდოვდა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გიგილაშვილმა და საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ფანოზიშვილმა.

ნიკოლოზ ჩახმახაშვილი ნიჭიერი, ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლე იყო. მას სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„ნიკოლოზ ჩახმახაშვილს ყველა პედაგოგი დადებითად ახასიათებს. ის პედაგოგების ოჯახში გაზრდილი, უაღრესად წესიერი და ზრდილობიანი ახალგაზრდაა, პირველი კლასიდან წარჩინებული, ყველანაირი ნიჭით დაჯილდოებული, ლექსის კარგი მთქმელი... კარგ სწავლასთან ერთად ახერხებდა აქტიურად ჩართულიყო ყველანაირ სასკოლო ღონისძიებაში. მას მთელი სკოლა დადებითად ახასიათებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება