სიახლეები
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი  მოაწყეს
07-04-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა,  პედაგოგ ლიანა ბუთხუზის ორგანიზებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გამართეს. 

აქტივობა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ჩატარდა და მკვლელობის საქმეს შეეხებოდა. 

მოსწავლეებმა როლები გადაინაწილეს. მოწმეების, ექსპერტებისა და მსაჯულების ვალდებულებები თავადვე შეითავსეს და საბოლოოდ ვერდიქტი გამოიტანეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასამართლო ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მარტივი არ იყო მოკლე დროში სიტუაციის გაანალიზება, შემდეგ კი ვერდიქტის გამოტანა, თუმცა ბავშვებმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი კარგად გაართვეს. 

აღსანიშნავია, რომ იმიტირებულმა პროცესმა, დამსწრე საზოგადოებაზე ძალიან კარგი შთაბეჭილება მოახდინა. 

სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ლიანა ბუთხუზს და მის მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის და განხორციელებული აქტივობისთვის.

„გისურვებთ წარმატებას და წინსვლას…“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება