სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ ფსიქოლოგმა მოსწავლეებთან და მშობლებთან საინტერესო შეხვედრა გამართა
07-04-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასა და ცოდნის ამაღლებაზე, არამედ მათ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მოსწავლეთან და  მშობლებთან, სკოლის ფსიქოლოგმა -მარიამ წერეთლმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

მან ისაუბრა თემაზე - „რთული ქცევა ბავშვებში და მასთან გამკლავების გზები!“.

მან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო საკითხები განიხილა და მშობელთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.

„ქცევა ეს არის ცოცხალი არსების ყოველგვარი აქტივობა, რომელიც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული, ქცევის სახელწოდებით აღინიშნება. ქცევა, მრავალმხრივი მოვლენაა, ამიტომ იგი მრავალი მეცნიერის კვლევის საგანს წარმოადგენს. იშვიათად თუ შეგხვდებათ მშობელი, ვისაც არ შექმნია გარკვეული სირთულეები ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით. ქცევათა გარკვეული კატეგორია აღნიშნულია სხვადასხა ტერმინებით , როგორებიცაა  „რთული ქცევა“, „გამომწვევი ქცევა“, „პრობლემური ქცევა“ და ა.შ. ბავშვი უნდა იცავდეს ქცევის იმ წესებს, რომლებიც მიღებულია კონკრეტულ საზოგადოებაში, სიტუაციაში, ოჯახში. ხოლო, თუ ბავშვი ამა თუ იმ მიზეზის გამო, არღვევს ამ წესებს, მისი ქცევა ხდება მიუღებელი, არასასურველი, რთული ან პრობლემური. ბავშვის ე.წ. არასასურველი ქცევის მართვას ხშირად მოსდევს ბევრი მუქარა, შენიშვნა, მოთხოვნა, რომელიც ნათქვამია ბრძანებით, ბავშვის გრძნობების გაზიარების გარეშე ან პირიქით ნათქვამია თხოვნით, მუდარით. ორივე შემთხვევაში სასურველ შედეგის მიღწევა რთულდება.  აღნიშნულმა ქმედებამ, შეიძლება იმ წუთას შეაჩეროს მიუღებელი ქცევა, მაგრამ ეს დროებითი შედეგია და არასასურველი ქცევა აუცილებლად იჩენს თავს სხვა დროსაც და შეიძლება უფრო მძაფრი გამოხატულებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხზე - „არის თუ არა დასჯა გამოსავალი რთული ქცევასთან გასამკლავებლად?“

„ფიზიკური დასჯა არ გვაძლევს სასურველ შედეგს და ვერ ასწავლის „ცუდ“ ბავშვებს თუ როგორ გახდნენ უკეთესები. სასჯელის გამოყენება სასურველ შედეგს მაშინ გვაძლევს თუ მას სწორად გამოვიყენებთ. რა არის დასჯის ალტერნატივა? დისციპლინა! სწორედ დისციპლინის ჩამოყალიბების გზები განიხილა ფსიქოლოგმა მარიამ წერეთელმა ინტერაქტიურ რეჟიმში მშობლებთან ერთად“, - ამბობენ სკოლაში.

როგორც სკოლის წარმომადგენელი გვიყვება, მშობლებმა აღნიშნეს, რომ სამუშაო შეხვედრა იყო საინტერესო, საჭირო.

მათი თქმით, ისინი მიღებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ შვილებთან ურთიერთობაში.

„მშობლებმა გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, აქტიურად ითანამშრომლონ სკოლასთან და ფსიქოლოგთან , რასაც მათი შვილების სწორი აღზრდა - განვითარებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტად  თვლიან“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მშობლებს გადაეცათ სამუშაო შეხვედრაზე გამოყენებული მასალების ელექტრონული ვერსიები.

„წარმატების საიდუმლო თანამშრომლობაშია“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება