სიახლეები
სკოლები

ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხიარულთა და საზრიანთა გუნდების კონკურსში მონაწილეობდნენ
07-04-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ხარაგაულის კინოთეატრში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამართულ მხიარულთა და საზრიანთა გუნდების კონკურსში მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება ახალგაზრდული ფესტივალის - „გაზაფხულის ხარაგაულის“ ფარგლებში მოეწყო.

სხვადასხვა გასართობ და იუმორისტული ნომრებით მაყურებლის წინაშე მუნიციპალიტეტის 14 სკოლა წარსდგა, მათ შორის ლეღვანის საჯარო სკოლიდან იუმორისტული ნომერი დებიუტანტმა გუნდმა - „ვეფხვიაური“ წარადგინა.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გუნდებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მერის პირველი მოადგილე - ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი - მამუკა ჭიპაშვილი. ხარაგაულის იუმორისტული გუნდის - „ჭირიმე“ წევრები: გიორგი მაქაძე და გიორგი ჭიპაშვილი, აბაშის იუმორისტული გუნდის  - „სულ გუგუნის“ წევრები- გიორგი ხინტკირია და ლუკა გაბელია, გორის იუმორისტული გუნდის - „კეხურა“ კაპიტანი შოთა გელაშვილი გახლდათ.

მსგავს კონკურსებში მოსწავლეთა ჩართულობას სკოლა მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება