სიახლეები
სიახლეები, რჩევები

12 იდეა დედაენის დღის აღსანიშნად - რა აქტივობები შევთავაზოთ მოსწავლეებს?
10-04-2023
-
+


14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ სკოლებში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ტარდება.

2023 წლის 14 აპრილი უქმე დღეს, წითელ პარასკევს დაემთხვა, ამ დღეს სკოლები დაისვენებენ, თუმცა დედაენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ძირითადად, 14 აპრილამდე ჩატარდება.

ლექსები, რომელიც დედაენის დღისთვის შეგიძლიათ, მოსწავლეებს ასწავლოთ

რა აქტივობების დაგეგმვა შეგვიძლია ქართული ენის დღის აღსანიშნავად?

დედაენის დღის აღნიშვნის მიზანი ქართული ენის მნიშვნელობის გაცნობიერება და მისი დაცვაა. დედაენის დღის აღსანიშნად გთავაზობთ 12 აქტივობას:

  1. ღონისძიების ჩატარება - სადაც მოსწავლეები ისაუბრებენ ამ ისტორიულ თარიღზე და მის მნიშვნელობაზე. წარმოთქვამენ ლექსებსა და ფრაზებს, რომლებიც ქართულ ენას მიეძღვნა.
  2. „არა ბარბარიზმებს“ - აღნიშნული აქტივობის მიზანი სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების წარმოჩენა და მათი ქართული შესატყვისით შეცვლაა. მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან თვალსაჩინოებაც, სადაც მკაფიოდ იქნება აღნიშნული ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები.
  3. კალიგრაფიის კონკურსი წერითი უნარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ამავდროულად, აქტივობის წინ შესაძლებელია ქართული დამწერლობის ეტაპებზე მსჯელობაც.
  4. კითხვის დღე - 14 აპრილს შეგიძლიათ ბავშვებს კლასგარეშე ლიტერატურა წაუკითხოთ. 
  5. ქართული ენის დღის აღსანიშნად შესაძლებელია მხატვრული კითხვის კონკურსის დაგეგმვაც.
  6. თუ დაწყებით კლასებს ასწავლით და პატარებზე მორგებული აქტივობები გსურთ, შეგიძლიათ, ბავშვებს ანბანზე ნახატების შეაქმნევინოთ და გამოფინოთ (თითოეულ ასო-ბგერაზე დახატონ ისეთი რამ, რომელიც ამავე ასოზე იწყება. მაგ: ბ-ბალი, გ-გვირილა და ა.შ.)
  7. პირველკლასელებს შესთავაზეთ, გააფერადონ ანბანი, რომელსაც მათ წინასწარ დაურიგებთ. აქტივობა შეიძლება დაიგეგმოს როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში ან ჯგუფურად. თუ ანბანის ამობეჭდვასა და დარიგებას ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ, ბავშვებს თავად დააწერინოთ დიდი ზომის ასოები, რომელსაც შემდეგ თავიანთი გემოვნებით მოხატავენ და გააფერადებენ.
  8. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ასევე ხალისით ჩაერთვებიან ხელნაკეთი წიგნის დამზადებაში. მაგ,: შექმნან დედაენა, რომლის ყდასაც და შიდა ფურცლებსაც თავად გააფორმებენ.
  9. მოსწავლეები ასევე ინტერესით ეკიდებიან ძველი ქართული დამწერლობის შესწავლასაც. თუ მათ ასომთავრულ ანბანს გააცნობთ, შემდეგ კი ძველი დამწერლობით წინადადებების წერას შესთავაზებთ, აქტივობაში სიხარულით ჩაერთვებიან.
  10. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით შესაძლებელია კედლის გაზეთის დამზადებაც, რომელზეც ბავშვები ჯგუფურად იმუშავებენ.
  11. დედაენის დღესთან დაკავშირებით შესაძლებელია ექსკურსიის დაგეგმვაც. მაგ,: იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობა.
  12. გასვლითი ღონისძიება შეიძლება დაგეგმოთ თბილისის ფარგლებშიც. მაგ,: ბავშვებთან ერთად მოინახულეთ დედაენის ძეგლი და უამბეთ მის მნიშვნელობაზე. შეგიძლიათ მცირე ღონისძიების დაგეგმვაც.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ, რის შედეგადაც კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

დედაენის დღეს სკოლები და ბაღები დაისვენებენ - გამონაკლისის მიზეზები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება