სიახლეები
სკოლები

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა 
10-04-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ინგლისური ენის მასწავლებელმა, ხათუნა აბრალავამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად იმუშავა. მათ ერთობლივად მრავალფეროვანი პოსტერი შექმნეს, რომელიც ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს ასახავს.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ხათუნა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ბიოლოგიის მასწავლებელმა - ანნა წულაიამ, მე-6 - მე-11 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა შემეცნებითი-საგანმანათლებლო გაკვეთილი, სახელწოდებით - „რა არის ჯანმრთელობა და რატომ უნდა ვიყო ჯანმრთელი?“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს: დისკუსიაში; გაიაზრეს პირადი ჯანმრთელობის აუცილებლობა; გაეცნენ სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის  მნიშვნელობას; გაარკვიეს, რომ განათლებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

გაკვეთილის შეჯამებისას, მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს 4 ჯანმრთელობის პრინციპი:

  • ჯანსაღი კვება;
  • სპორტი;
  • ჰიგიენა;
  • „არა!“ მავნე ჩვევებს.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული აქტივობები მჭიდრო კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებთან:

N3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
N4 ხარისხიანი განათლება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება