მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები გაიმართა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, გამართეს. მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი.

იხილეთ ფოტოები: