სიახლეები
სკოლები

კოთელიის საჯარო სკოლის ინიციატორთა კლუბმა, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა გამართა
10-04-2023
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

ამავე სკოლაში არსებულმა ინიციატორთა კლუბმა სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. აღნიშნული აქტივობა მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, განხორციელდა. ამ პროექტის მთავარ მიმართულებად კლუბმა ნარჩენების მართვა აირჩია.

შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიების მიმდინარეობისად შემდეგი საკითხები განიხილეს:

  • მდგრადი განვითარება;
  • მდგრადი განვითარების მიზნები;
  • გარემო და გარემოს დაცვა;
  • ნარჩენების მართვა, ტიპები და ა.შ;
კლუბისა და პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი თამარ დევდარიანია. ის თანამშრომლობს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფთან. სწორედ მათ გადასცეს კლუბს საჭირო პრეზენტაციები და საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ორ ენაზე - სომხურად და ქართულადაა შედგენილი. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს ინფორმაციას ხელმისაწვდომს იქ მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ხდის.

„ეს ბროშურები დაურიგდათ მოსწავლეებს შეხვედრის დასკვნით ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი აქვთ მშობელთა ჩართულობის, მათი ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება - ამავე ორგანიზაციასთან თანამშრომლობით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება