სიახლეები
სკოლები

„მენაფირის აკადემიაში“ 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა პატრიოტული ღონისძიებით აღნიშნეს
10-04-2023
-
+


რუსთავის „მენაფირის აკადემიაში“ პატიორტული ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.

ღონისძიება ისტორიის პედაგოგების - მაკა ბაშელეიშვილის ინიციატივითა და გიორგი მენაფირის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებაში ყველა საფეხურის მოსწავლე დიდი ინტერესით იყო ჩართული.

მათ გაიხსენეს 9 აპრილის პერიპეტიები და ისტორიულ ფირებთან ერთად მაყურებელს მოსწავლეების გამოკითხვა აჩვენეს, სადაც რესპოდენტები უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, თავიანთ აზრს აფიქსირებდნენ.

მოსწავლეებმა სიამაყით ააფრიალეს ქართული დროშა.

დღე მეტად ემოციური გამოდგა, რასაც ტრადიციული ცეკვა-სიმღერა კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდიდა.

„9 აპრილის აქციის დარბევის შემდეგ 34, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. ყოველი ქართველისთვის ამ თარიღის, როგორც ქართველთა ერთიანობის და თავისუფლების სიმბოლოს მნიშვნელობა, განუზომლად დიდია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება