სიახლეები
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
10-04-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც. 

ამიტომაც, გამონაკლისი, რასაკვირველი, არც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა. მოსწავლეებმა მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ელექტრონული პრეზენტაცია და პოსტერი. მათ წყლის მდგრადი მართვისა და სანიტერული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფაზე ისაუბრეს. 

გარდა ამისა, ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის აქტივობაც განახორციელეს, კერძოდ, სკოლის ეზოს ახლადგაკეთებულ გაზონებზე დეკორატიული ყვავილები დარგეს, რომელიც სკოლას საჩუქრად რუსულის მასწავლებელმა ლარისა მუმლაძემ გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

„ეს თარიღი 1993 წელს გაეროს გენერალურმა ასაბლეამ დააწესა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მსოფლიო საზოგადოებას შეახსენოს წყლის რესურსების დაცვისა და მოფრთხილების აუცილებლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება