სიახლეები
სკოლები

,,ვუამბოთ თანატოლს“ - გორის N1 საჯარო სკოლაში ოკუპაციის კვირეულმა ემოციებით ჩაიარა
27-04-2018
-
+


გორის N1 საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის ქალბატონ ეკატერინე აფხაიძის ინიციატივით ოკუპაციის კვირეული მოეწყო. 

კვირეული 1921 წლის 25 თებერვალს მიეძღვნა. 

23 თებერვალს კვირეულის შეჯამება გაიმართა. VII კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხატია მშვიდობაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - ,,ვუამბოთ თანატოლს“ მოამზადეს. მათ ღია გაკვეთილები ჩაატარეს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.

თანატოლებს მეშვიდეკლასელებმა მოკლედ გააცნეს რუსეთის მე-11 წითელი არმიის საქართველოში შემოსვლა, რომელსაც წინ ქართველი მოხალისეები აღუდგნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებასა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გამტკიცებას ისახავდა მიზნად.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 25 თებერვალს 2011 წლიდან აღინიშნება. 

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება