სიახლეები
სკოლები

გეჯეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, სპორტულ-გასართობი შეჯიბრით დასრულდა
10-04-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა, რომელიც სპორტულ-გასართობი შეჯიბრით - „მხიარული სტარტები“ დასრულდა. მასში სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

პროექტს ხელმძღვანელობდა მე-3 კლასის დამრიგებელი ნატალია სახოკია. 

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კლასის საათზე ჩავატარე მინი საუბარი, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამას მოჰყვა მოსწავლეების შექმნილი პოსტერების საინტერესო ინფორმაციის მოპოვება და პრეზენტაცია“, - აღნიშნავს პედაგოგი.

შემდეგ ეტაპზე სკოლაში მათ წითელი ჯვრის წარმომადგენელი: შორენა ხურცილავა მიიწვიეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მან საინტერესო ინფორმაციითა და სახალისო აქტივობებით გაახარა მოსწავლეები და სიმბოლური საჩუქრები  გადასცა.

პროექტის ბოლოს კი „მხიარული სტარტები“ მოეწყო.

„ვფიქრობ, აღნიშნული დღე არასდროს დაავიწყდება ჩემს პატარებს“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება