სიახლეები
სკოლები

საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მენტორი მასწავლებელი - ნინო ცარციძე საერთაშორისო პროექტებში წარმატებით არის ჩართული
10-04-2023
-
+


საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში წარმატებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში აქტიურად მონაწილეობენ.

მართლმადიდებლური გიმნაზიის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მენტორი მასწავლებელი - ნინო ცარციძე ერთ-ერთი ასეთი მოტივირებული პედაგოგია.

ის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საკუთარი პრაქტიკის გაზიარების მიზნით აქტიურადაა ჩართული ეროვნულ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, ასევე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში როგორიცაა: „Key Consulting“, „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი“, „შემოქმედ პედაგოგთა კლუბი“, „წარმატების გზამკვლევი“.

ის აგრეთვე თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად. კერძოდ, პედაგოგი ნინო ცარციძე არის  საერთაშორისო კლუბის  „Global Friends Club – GFC-ის“  ერთ-ერთი აღმასრულებელი წევრი საქართველოში. კლუბის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი კი ინგა ხარჩილავა გახლავთ.

„ჩვენი ქვეყნიდან ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან ბატონი კახაბერ ჩაკვეტაძე, ქალბატონები მარიამ მამაგულაშვილი, ქალბატონი ინგა ჩაფიძე; ქალბატონი ცირა ბუჯიაშვილი და ქალბატონი დალი დოლიძე. კლუბის მიზანია მთელი მსოფლიოს მასწავლებლებმა იმსჯელონ და გაუზიარონ მნიშვნელოვანი გლობალური საკითხები. გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და იფიქრონ პროფესიულ განვითარებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პედაგოგი ასევე აქტიურად თანამშრომლობს 21-ე საუკუნის ციფრული უნარების - „21ST DIGI Skillz “ საერთაშორისო პლატფორმის წარმომადგენლობასთან, რომლის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არის - ინგა ხარჩილავა.  ქართულ გუნდის ადმინისტრაციის შემადგენლობაში არიან: კახაბერ ჩაკვეტაძე, მარიამ მამაგულაშვილი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ პლატფორმის საშუალებით, საკუთარი ხედვა, მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით, არაერთმა ქართველმა მასწავლებელმა გააცნო მსოფლიოს.

მენტორი მასწავლებელი -  ნინო ცარციძე ასევე აქტიურად არის ჩართული და მონაწილეობს საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის -  „International Internship University – IIU“ ღონისძიებებში. ის პლატფორმის ქართული გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრია.

პლატფორმაზე ქართული გუნდის ორგანიზებით, რომლის ევროპის ხელმძღვანელი და საქართველოს დირექტორი გახლავთ ინგა ხარჩილავა, ხოლო ქართულ გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლები: კახაბერ ჩაკვეტაძე და მარიამ მამაგულაშვილი არიან, ეწყობა ონლაინ კონფერენციები მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისათვის. აღნიშნულ კონფერენციებზე ქართველი მასწავლებლებო თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მსოფლიო მასწავლებლებს.

როგორც სკოლაში გივყვებიან, კონფერენციებზე ქართველ მასწავლებლებს ასევე ეძლევათ საშუალება  თავიანთ პრაქტიკაში დანერგონ მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგიური გამოცდილება.   

„ქართული  გუნდი დაუღალავად იღწვის იმისთვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  საგანმანათლებლო სფეროს მუშაკები საქართველოდან  გააცნოს და დაახლოოს თავიანთ კოლეგებს სხვა ქვეყნებში, რაც უდაოდ დასაფასებელია. მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ასევე, 13 თებერვალს  იყო მომხსენებელი საერთაშორისო კონფერენციაზე - „თანამედროვე სწავლების მეთოდები“, რომელიც გაიმართა 21-ე საუკუნის ციფრული უნარების პლატფორმაზე.

„კონფერენცია გაიმართა ონლაინ zoom-ის პლატფორმაზე. პირდაპირი ეთერი გადიოდა  21ST DIGI Skillz  საერთაშორისო პლატფორმაზე, ამ პლატფორმის საშუალებით არაერთმა ქართველმა მასწავლებელმა საკუთარი ხედვა გააცნო მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

საერთაშორისო კონფერენციებში, ვებინარებსა და ტრენინგებში პედაგოგ ნინო ცარციძესთან ერთად, ასევე აქტიურად მონაწილეობენ სკოლის სხვა მასწავლებლები და მოსწავლეები.

„ჩვენ სკოლა ამაყობს იმით, რომ შეგვიძლია ჩვენი ხმა გავაგონოთ მსოფლიოს, ვიდგეთ მსოფლიოს წარმატებულ მასწავლებელთა და მოსწავლეთა  შორის, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ერთად შევუწყოთ ხელი თანამედროვე სწავლა-სწავლების განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება