სიახლეები
სკოლები

ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე მიწვეულმა ექიმმა და სკოლის ექრთანმა ისაუბრეს
10-04-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მორიგი აქტივობა მოეწყო, ამჯერად V-Vl-Vll- lX კლასის მოსწავლეებს, ექიმი ზაზა ზურაბაშვილი და სკოლის ექთანი თამარ გალავნიშვილი შეხვდნენ.

შეხვედრა ბიოლოგიის მასწავლებლის, ფიქრია ლოხიშვილის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ჯანსაღი კვების მნიშვნელობის გაცნობიერებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში, მოსწავლეთა როლის გააზრებას ემსახურებოდა.

შეხვედრაზე, მიწვეულმა ექიმმა ისაუბრა: სწორი კვების მნიშვნელობაზე, როგორი უნდა იყოს კვების რაციონი, საკვების დღიურ ნორმაზე, სწორი კვების რეჟიმსა და დაბალანსებული კვების რაციონზე, რაც მოზარდების განვითარებისთვის არის აუცილებელი.

ასევე მომხსენებელმა მოსწავლეებს მისცა სასარგებლო რჩევებიც, რამაც მოზარდებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

სკოლის ექთანმა, მოსწავლეებს წარუდგინა კვების პირამიდა, განიხილა პირამიდის საფეხურები და აუხსნა ბავშვებს, თუ რომელი პროდუქტი უნდა ჭარბობდეს კვების რაციონში.

შეხვედრა შეაჯამა ბიოლოგიის მასწავლებელმა, მან აღნიშნა, რომ ფაბრიკატები და სწრაფი კვების პროდუქტები შეიცავს სხვადასხვა მავნე დანამატებს: ცხიმებს, კონსერვანტებს, ემულგატორებს, რომლებიც მრავალი დაავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საზიანოა არასწორი კვებაც, რასაც ასევე შეუძლია სხვადსხვა დაავადებები გამოიწვიოს, მათ შორის; კახექსია, ბულემია, მარაზმი და ა.შ.

შეხვედრის მონაწილეებმა გააანალიზეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებას.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება