მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აღიარებული საწვრთნელი კურსების (პროგრამების) ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მიმართ
აღიარებული საწვრთნელი კურსი ( პროგრამა ) |
ინსტრუქტორი და / ან შემფასებელი |
საბაზისო წვრთნები (BST), რეგულაცია VI/1 პირადი გადარჩენის მეთოდები ცხრილი A-VI/1-1 |
1. უნდა ფლობდეს პირადი გადარჩენის მეთოდების კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და 2. უნდა ფლობდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატს; და 3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის არანაკლებ 12 (თორმე ტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა ცხრილი A-VI/1-2 |
1. უნდა ფლობდეს ხანძრის თავიდან აცილების და ხანძართან ბრძოლის კვალიფიკაციის სერტიფიკატს; 2. უნდა ფლობდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატს; და 3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ ან სავახტო მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
ელემენტარული პირველადი დახმარება ცხრილი A-VI/1-3 |
1. დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი) -წლიანი გამოცდილებით ან პირი, მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3 (სამი)-წლიანი გამოცდილება. ან 2. საგემბანე განყოფილების მართვის დონის მეზღვაური, რომელსაც გააჩნია სამედიცინო პირველადი დახმარების ან/და სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
|
პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა ცხრილი A-VI/1-4 |
1. უნდა ჰქონდეს გავლილი საბაზისო წვრთნების კურსი; 2. უნდა ფლობდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატს; და 3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის ან უფრო მაღალ რანგში ნაოსნობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა (FRB), ცხრილი A-VI/2-1 |
1. უნდა ფლობდეს FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და 2. უნდა ფლობდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატს; და 3. უნდა გააჩნდეს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.
|
სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა (FRB), ცხრილი A-VI/2-2 |
1. უნდა ფლობდეს FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; 3. უნდა გააჩნდეს სწარფმავალი სამაშველო კატარღით აღჭურვილ გემზე არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ. |
ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი (AFT) ცხრილი A-VI/3 |
1. უნდა ფლობდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატს; 2. უნდა იყოს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი; და 3. უნდა გააჩნდეს მართვის დონეზე არანაკლებ 6-თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
პირველადი სამედიცინო დახმარება (MFC), ცხრილი A-VI/4-1 |
1. დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი)-წლიანი გამოცდილებით ან პირი, მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3(სამი) -წლიანი გამოცდილება. |
სამედიცინო მომსახურება (MFC) ცხრილი A-VI-4-2 |
1. დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი) -წლიანი გამოცდილებით ან პირი, მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3(სამი) -წლიანი გამოცდილება. |
გემის უშიშროების ოფიცერი (SSO) ცხრილი A-VI/5 |
1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს; 2. უნდა ფლობდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატს; და 3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებულის ნაოსნობის სტაჟი 2004 წლის შემდეგ. ან 4. უნდა გააჩნდეს გემის/ ნავსადგურის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სტაჟი, 2004 წლის შემდეგ, უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები დააღნიშნულთან მიმართებით უნდა ჰქონდეს გავლილი მომზადება/გადამზადების კურსი.
|
უშიშროებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები (SEC) ცხრილი A-VI/6-1 |
1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 2004 წლის შემდეგ. ან 4. უნდა გააჩნდეს გემის/ ნავსადგურის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სტაჟი 2004 წლის შემდეგ, უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და აღნიშნულთან მიმართებით უნდა ჰქონდეს გავლილიმომზადება/გადამზადების კურსი.
|
უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები (SEC) ცხრილი A-VI/6-2 |
1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 2004 წლის შემდეგ. ან 4. უნდა გააჩნდეს გემის/ ნავსადგურის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სტაჟი 2004 წლის შემდეგ, უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და აღნიშნულთან მიმართებით უნდა ჰქონდეს გავლილი მომზადება/გადამზადების კურსი.
|
ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები (OCG) ცხრილი A-V/1-1-1 |
1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის ან ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერებზე ექსპლოატაციის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (OCG) ცხრილი A-V/1-1-2 |
1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (OCG) ცხრილი A-V/1-1-3 |
1. უნდა ფლობდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს ქიმმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა (LPG) ცხრილი A-V/1-2-1 |
1. უნდა ფლობდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გაჩნდეს: 3.1. თხევად აირმზიდ ტანკერებზე მართვის ან ექსპლოატაციის დონეზე ცურვის არანაკლებ 12 (თორმეტი)- თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ან 3.2. სატვირთო ოპერაციების მართვის (Loading Master) არანაკლებ 2 -წლიანი გამოცდილება. |
თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (LPG) ცხრილი A-V/1-2-2 |
1. უნდა ფლობდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კვალიფიკაციის სერტიფიკატები; და 3. უნდა გააჩნდეს: 3.1. თხევად აირმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ან 3.2. სატვირთო ოპერაციების მართვის (Loading Master) არანაკლებ 2 -წლიანი გამოცდილება. |
არაორგანიზებული ხალხის მასების მართვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის (PSS) სექცია A-V/2(.1) და (.2) |
1. უნდა ფლობდეს არაორგანიზებული ხალხის მასების მართვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის (ან უფრო მაღალი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სამგზავრო გემებზე. |
კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა, მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა (PSS) სექცია A-V/2(.3) და (.4) |
1. უნდა ფლობდეს კრიზისის მართვას და ადამიანთა ქცევას, მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფის წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სამგზავრო გემებზე. |
GMDSS რადიოოპერატორი, ცხრილი A-IV/2 |
1. უნდა გააჩნდეს რადიოოპერატორის სერტიფიკატი; და 1.1. უნდა გააჩნდეს GMDSS -ით აღჭურვილ გემზე სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 (თექვსმეტი) თვის სტაჟი, როგორც მოითხოვება SOLAS ’74-ით; ან 1.2. საზღვაო სფეროში GMDSS რადიოოპერატორად მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. |
ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემის (ეკმდის) გამოყენება (ECS) |
1. უნდა ჰქონდეს გავლილი ეკმდის-ის გამოყენების წვრთნა და მისი გაახლებული ვერსია (2012); 2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის (ან უფრო მაღალი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს ეკმდის-ით აღჭურვილ გემზე არანაკლებ 12 თვის სავახტო თანაშემწედ მუშაობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
ინსტრუქტორების წვრთნის კურსი (IMO მოდელკურსი 6.09) (TOT) |
1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან 2. გააჩნდეს მინიმუმ 3-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება; გააჩნდეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული ცოდნა, რაც დასტურდება განათლებით ან სტაჟით; და ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
სიმულატორის ინსტრუქტორების (IMO მოდელკურსი 6.10) წვრთნის კურსი (TOT) |
1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 2. სიმულატორის ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები (CDH) |
1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემწამყვანის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 2. უნდა გააჩნდეს მშრალტვირმზიდი ტიპის გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი)-თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (ETM) |
1. უნდა ფლობდეს სამანქანე განყოფილების რესურსების მართვის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს სამანქანე განყოფილების მართვის დონის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონის მექანიკოსად მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი, |
სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (BTM) |
1. უნდა ფლობდეს სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი, |
ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (LDT) |
1. უნდა ფლობდეს ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი. |
ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები (LDM) |
1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 2. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 12 (თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი, |
რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადილოკაციური გავლება, არლგს გამოყენება (RNA) |
1. უნდა გააჩნდეს რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვის და საძიებო სამაშველო ოპერაციების სერტიფიკატი; 2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან/და მართვისდონის (გემთწამყვანი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილებაში ექსპლოატაციის დონეზე არანაკლებ 12(თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები (RBS) |
1. უნდა გააჩნდეს რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების სერტიფიკატი; 2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან/და მართვის დონის (გემთწამყვანი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილებაში ექსპლოატაციის დონეზე გემზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (CBO) |
1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (CBC) |
1. უნდა ფლობდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს ქიმმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
მაღალი ძაბვა (HVC) |
1. უნდა გააჩნდეს მაღალი ძაბვის სერტიფიკატი; 2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემის მექანიკოსის ან ექსპლუატაციის დონის ელექტრომექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს კომპეტენციის სერტიფიკატის შესაბამის თანამდებობაზე გემზე ცურვის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
გემის პერსონალის წევრი (PER) |
1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 2. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; |
თევზსაჭერი გემის პერსონალის უსაფრთხოების საბაზისო წვრთნა |
1. ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც განსაზღვრულია „საბაზისო წვრთნები“ ინსტრუქტორისთვის. |
გემის მართვა და მანევრირება (SHC) |
1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემთწამყვანის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 2. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 24 (ოცდაოთხი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა (SBF) |
1. უნდა ფლობდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატს; 2. უნდა იყოს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი; და 3. უნდა გააჩნდეს მართვის დონის არანაკლებ 6-თვიანი ნაოსნობის დამტკიცებული სტაჟი. ან 4. იყოს მეხანძრე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟით. |
ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემა (IGC) |
1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12- თვიანი დამტკიცებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 20 000 ტონაზე მეტი დედვეიტის გემებზე, ან 8000 ტონაზე მეტი დედვეიტის გემებზე, რომლებიც აშენებულია 2016 წლის შემდგომ. |
ინერტული აირების სისტემის გამოყენება (COW) |
1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს; 2. უნდა გააჩნდეს საგემბანე განყოფილების მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და 3. უნდა გააჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |
საზღვაო კულინარია |
მოითხოვება რამდენიმე ინსტრუქტორი: 1. უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება საზღვაო სფეროში ან/და იურიდიული განათლება, რომელიც დასტურდება საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილებით ან პუბლიკაციით; 2. უნდა გააჩნდეს უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება; 3. უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ინგლისური ენის ფილოლოგიაში ან ინგლისური ენის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან – უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება და საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან პუბლიკაცია; 4. უნდა გააჩნდეს საექიმო განათლება/დიპლომირებული მედიკოსი; 5. უნდა გააჩნდეს კულინარიის ხელოვნების/მზარეულის კვალიფიკაცია ან არანაკლებ 3 (სამი)-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფართო პროფილის სამზარეულოში. |
აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა (IGB)
|
1. უნდა გააჩნდეს აირმზიდ გემებზე მართვის ან ექსპლუატაციის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვიანი გამოცდილება. |
აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზებული წვრთნა (IGA) |
1. უნდა გააჩნდეს აირმზიდ გემებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვიანი გამოცდილება. |
პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის საბაზისო წვრთნა (PCB) |
1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის საგემბანე განყოფილების კომპეტენციის სერტიფიკატი; და 2. უნდა გააჩნდეს ყინულით დაფარულ წყლებში 2(ორი) თვის ნაოსნობის სტაჟი ექსპლუატაციის ან უფრო მაღალ რანგში, რომელთაგან 1 (ერთი) თვე უნდა იყოს პოლარულ წყლებში ნაოსნობა. |
პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზებული წვრთნა (PCA) |
1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის საგემბანე განყოფილების კომპეტენციის სერტიფიკატი; და 2. უნდა გააჩნდეს ყინულით დაფარულ წყლებში 12(თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი ექსპლუატაციის ან უფრო მაღალ რანგში, რომელთაგან 3 (სამი) თვე უნდა იყოს პოლარულ წყლებში ნაოსნობა. |
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ