სიახლეები
სკოლები

კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპორტულ-გასართობ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
10-04-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა, რის შედეგადაც ბავშვები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლაში სპორტულმა ოლიმპიადამ - „მხიარული სტარტები“, აიღო სტარტი.

პირველ ეტაპზე ჩატარდა შიდასასკოლო შესარჩევი, სადაც დაკომპლექტდა 12-კაციანი გუნდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო  ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემავალ საჯარო სკოლებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად გამართულ შეჯიბრში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მოსწავლეებში, აქტივობამ  დიდი ინტერესი და ხალისი გამოიწვია. კაცხის სკოლამ დიდი კონკურენციის მიუხედავად გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდს ჭიათურის მუნიციპალიტეტისგან გადაეცა სპორტული ფორმები, სიგელი და თასი.

აღსანიშნავია, რომ მიღწეულ წარმატებაში, სპორტის პედაგოგ ვალერ სარალიძეს დიდი წვლილი მიუძღვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ ეტაპისთვის კაცხის საჯარო სკოლა ემზადება რეგიონალური ტურისთვის, გამარჯვების შემთხვევაში სკოლას შესაძლებლობა ეძლევა აღმოჩნდეს ფინალურ ეტაპზე, რომელიც ივნისში გაიმართება.

„წარმატებები ჩვენს სკოლას, მოსწავლეებს და მასწავლებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება