მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2022-2023 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება; აბიტურიენტებს ცხელი ზაფხული ელით, თუმცა არის მოსწავლეების გარკვეული კატეგორია, რომელიც ასევე არჩევანის წინაშე დგას - სად გააგრძელებს სწავლას 2023-2024 სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ - კვლავ სკოლაში თუ პროფესიულ სასწავლებელს მიაშურებს?! მით უმეტეს, რომ სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები განათლებაში პროფესიული მიმართულებების გაძლიერებაზე.
მოსწავლეთა განწყობის გასაგებად, etaloni.ge რამდენიმე საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელსა და პედაგოგს დაუკავშირდა:
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორმა, დოლხან ალიევმა, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსწავლეები, საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, სწავლას, ძირითადად, კასუმლოს სკოლაში აგრძელებენ - „ეს მათი არჩევანია და ჩვენი სასკოლო საზოგადოების ვალია, ყველანაირად მხარში დავუდგეთ მოსწავლეებს“.
დმანისის მუნიციპალიტეტის, კამარლოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა, მეიტი გაჯიევმა განმარტა, რომ მათი კურსდამთავრებულების მიზანია სწავლა და აქედან გამომდინარე, არჩევანს დმანისის სხვადასხვა სკოლაზე აჩერებენ:
„5 მე-9 კლასელი გვყავს და ისინი სწავლას გააგრძელებენ; პროფესიული განათლების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა საამაყოა, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები ჯერ სხვა სკოლებში, შემდეგ კი ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას აღწევენ“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, თახჩის საჯარო სკოლაში ჯერჯერობით მეცხრეკლასელები არ არიან. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 მოსწავლე ჰყავს, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს, მეოთხე კლასს ასრულებენ, შესაბამისად, არჩევანიც არ გაუკეთებიათ; თუმცა, როგორც თახჩის საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა, გაიანე მიქაელიანმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მუმდივ წინსვალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგიური საზოგადოება, თავს არ ზოგავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
4 მეცხრეკლასელს დაემშვიდობება მიმდინარე სასწავლო წელს ბაქირ კარალოვის სახელობის, დმანისის მუნიციპალიტეტის, იფნარის საჯარო სკოლაც. სამედ ისაევი, სკოლის პედაგოგი აღნიშნავს, რომ მათი კურსდამთავრებულები სხვადასხვა სკოლაში აგრძელებენ სწავლას, რაც პედკოლექტივის, ასევე ხელმძღვანელობის დამსახურებად მიაჩნია - „ჩვენი ბავშვების სწავლაზე არიან ორიენტირებულნი და ეს უდავოდ მისასალმებელია“.
დმანისის მუნიციპალიტეტის, პანტიანის საჯარო სკოლის კურსდამთვრებულები კი ოროზმანის სკოლას მიაშურებენ - ასე ვარაუდობს დირექტორი მოვლუდ მამედოვი და etaloni.ge-სთან საუბრისას ამაყობს მოსწავლეების არჩევანითა და პედაგოგების თავდადებით, ადგილობრივ მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი