სიახლეები
სკოლები

„Grow your health, grow a garden!” - თბილისის N141 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
11-04-2023
-
+


„სკოლის მისიაა მოსწავლეთა ისეთ მსოფლიო მოქალაქეებად ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ გამოიჩინონ ინიციატივა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. ამის მისაღწევად სრულიად სასკოლო საზოგადოება, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებისთვის ახალი ცოდნის და უნარების დაუფლების პროცესი სასიამოვნო და მაქსიმალურად პროდუქტიული გახადოს როგორც საკლასო ოთახებში, ისე- მათ მიღმა“,- აღნიშნავენ თბილისის N141 საჯარო სკოლაში სადაც, სწორედ აქედან გამომდინარე, სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა - ლია სართანიამ განახორციელა სოციალური პროექტი -„Grow your health, grow a garden!”.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე, მდგრადი განვითარების მე-13 და მე-15 მიზნებიდან გამომდინარე, მსოფლიო მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლებას და მათი გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად, გამბედავ და ინიციატივის მქონე ინდივიდებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

„გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა მდებარეობს გურამიშვილის გამზირზე, ავტოტრანსპორტით გადატვირთულ ცენტრალურ გზაზე, რაც ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს, დიდ მნიშვნელობას იძენს სკოლის ეზოში მცენარეების დარგვის აუცილებლობა .სწორედ ეს იყო მთავარი მოტივი პირველ რიგში ამ კუთხით პროექტის საკითხის განხილვისა და შემდგომ უკვე ქ. თბილისის მერიისთვის განცხადებით მიმართვისა, სადაც ქ.ნ-მა ლიამ ითხოვა გამოეყოთ აღნიშნული ტერიტორიის გასამწვანებლად საჭირო მცენარეთა ნერგები, რომელთა დარგვაზე და შემდგომ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას სკოლის საზოგადოების წარმომადგენლები იტვირთებდნენ“,- გვიყვებიან სკოლაში.

შედეგად, მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და სკოლის ეზო, მერიის თანამშრომლების დახმარებით, ნერგებით გალამაზდა.

„მადლობა თითოეულ პიროვნებას, ქ. თბილსის მერიის სამსახურს, სკოლის ადმინისტრაციას, მე-4ა კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს პროექტში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. მეტი ჯანსაღი და სასარგებლო ინიციატივა სკოლას და სრულიად საქართველოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება