სიახლეები
სიახლეები

პირველი გამოცდა 10 მაისს ჩატარდება - NAEC ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტირებას აანონსებს
11-04-2023
-
+


10 მაისიდან მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს, ასევე დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაში და შესაბამისი სერტიფიკატიც აიღონ. ამისათვის გამოსაცდელმა უნდა აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რომ პირველი გამოცდისათვის (10 მაისი) რეგისტრაცია 12 აპრილის 10:00 საათზე დაიწყება და 7 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. 
 
 დეტალური ინფორმაცია ტესტირების შესახებ იხილეთ ბმულზე.  
 
პროექტი შეიქმნა 2017 წელს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ „სერტუსის“ განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას. 
 
„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს და მორგებულია, როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ასევე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს. 
 
„სერტუსი“ მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის - ტესტირების შედეგი  შესაძლებელია გაითვალისწინონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში. 
 
ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს უკვე აღიარებს:
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდასუ);
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
პარტნიორ უნივერსიტეტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 
 
„სერტუსი“ დასაქმების მსურველებისათვის -  „სერტუსი“ ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალებაა იმ პირებისათვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს და მიზნის მისაღწევად ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სჭირდებათ. პოტენციურ დამსაქმებელთან სერტიფიკატის წარდგენა ტესტირების ჩაბარებიდან უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდება სია იმ პარტნიორი ორგანიზაციებისა, რომლებიც ნდობას უცხადებენ ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზრუნავს სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებზე - პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი შესაძლებლობას აძლევს სოციალური გრანტის მქონე მეოთხე კურსის სტუდენტებს, ერთხელ უფასოდ გაიარონ „სერტუსის“ სრული ტესტირება და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს სურვილისამებრ - როგორც სრული ტესტი, ასევე მისი ნაწილი/ნაწილები. ტესტირების საფასური მსგავსი საერთაშორისო ტესტირებების ღირებულებაზე  მინიმუმ ორჯერ ნაკლები იქნება. მსგავსი ტესტირებებისაგან განსხვავებით, „სერტუსის“ სერტიფიკატის ან ცნობის ასაღებად გამოსაცდელს დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება.
დეტალურ ინფორმაციას ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ  ელექტრონულ ბუკლეტში და ასევე ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება