სიახლეები
სკოლები

მამხუტის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
11-04-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში14 აპრილის, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო, რომელიც სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ ღონისძიებას მოიცავს.

კვირეულის ფარგლებში, 10 აპრილს მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტების დაარიგეს, 11 აპრილს კი სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შესაძლელბობები გამოავლინეს.

კვირეული აქტიურად გრძელდება, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, 12 აპრილს სხვადასხვა კლასის მოსწავლეების შექმნილი კედლის გაზეთების პრეზენტაცია დაიგეგმა, ხოლო 13 აპრილს შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა და დაკსვნითი ღონისძიება ჩატარდება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, რადგან 14 აპრილი დასვენების დღეა, ამიტომ კვირეული 13 აპრილს დასრულდება. 

კვირეულის ორგანიზატორები არიან ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები: მაია რეხვიაშვილი, ქიარამ ბადალოვი, მოვლუდ მეხრაბოვი, ინგლისური ენის მასწავლებელი - ანა ჯიჯელავა და ხელოვნების მასწავლებელი - სიმუზარ სოფუევა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეული დაიგეგმა და იმართება დირექციის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.

დაგეგმილ აქტივობებში ჩართული არიან და  მონაწილეობენ სამივე საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებამდე ყოველთვის ვმასპინძლობ და მშობლებთან ერთად მათ ვეცნობი



ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

პიროვნება
სკოლები

„წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ თოთოეულ მათგანს ჩვენი  სკოლის, სოფლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ“

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება