სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, რექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით, მშობელთა კომიტეტის კრება გაიმართა
11-04-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში რექტორის - დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრები აქტიურად იმართება.  შეხვედრებზე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისა და მათი მრავალხმრივ განვითარებასთან დაკავშირებით, საინტერესო თემები განიხილება.

ამჯერად, მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შეკრება, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე უძღვებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეკრებაზე მათ განიხილეს, მიმდინარე რეფორმიდან გამომდინარე, პირველ სემესტრში გიმნაზიის მუშაობა, ასევე რეიტინგული სისტემის, კლუბური მუშაობა. მათ ასევე ისაუბრეს საოლიმპიადო ჯგუფების, მეცნიერებთან შეხვედრების სასიკეთო მნიშვნელობის შესახებ.

შეკრებაზე აღინიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს მშობელსა და გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობა.

„სკოლა-ეკლესია-ოჯახი, ამ „სამკუთხედს“, კიდევ უფრო მეტი პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, თუ აქედან ერთ-ერთი რგოლი ამოვარდა, შედეგზე ვერ გავალთ“ - აღნიშნა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზ მირიან სამხარაძემ.

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, მშობლებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიის ხელმძღვანელობას და პედაგოგებს, გაწეული მუშაობისა და მათი შვილების განსაკუთრებული ყურადღებისათვის. მშობლებმა ასევე გააჟღერეს საინტერესო წინადადებები გიმნაზიის მუშაობის კიდევ მეტად გაუმჯობესებისათვის.

შეკრებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე და კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი. 

დასასრულს გიმნაზიის რექტორმა მადლობა გადაუხადა მშობლებს თანადგომისათვის და აქტიური თანამშრომლობისათვის

„გადაწყდა, რომ მშობელთა საგაზაფხულო კონფერენცია გაიმართოს მაისის ბოლოს“, - აღნიშნავენ გიმნაზიაში.

მსგავსი შეხვედრები მშობელთა ჩართულობას ზრდის მოსწავლეთა სასწავლო პროცესში, რაც მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებამდე ყოველთვის ვმასპინძლობ და მშობლებთან ერთად მათ ვეცნობი



ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება