სიახლეები
სკოლები

„ზღაპრების სამყაროში“ - შთამბეჭდავი პროექტი მუხრანის N1 საჯარო სკოლაში 
11-04-2023
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის უცხო ენათა კათედრის პედაგოგებმა განახორციელეს პროექტი - „ზღაპრების სამყაროში“.

აღსანიშნავია, რომ პროექტში V -VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი, როგორც მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ასევე შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება იყო.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო მწერალთა შემოქმედებას, გააცოცხლეს მათთვის საინტერესო პერსონაჟები და აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა ენაზე; ინგლისურად, გერმანულად და რუსულად, მინი სპექტაკლები წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამუშაო პროცესში, მოსწავლეებმა აითვისეს ახალი ენობრივი ერთეულები, რომელთა გამოყენება მათ დაეხმარათ, როგორც ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ასევე ენობრივი ბარიერის დაძლევაში.

„ჩვენი შემოქმედი მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად, ახალ  გამოწვევებს, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მინი წარმოდგენებმა სკოლის დირექციის და მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ნერვული ტიკი ბავშვებში - რატომ ჩნდება და რა უნდა იცოდეთ

გიზიარებთ, გიორგი ამილახვარის კომენტარს გადადგომის შემდეგ

ელექტრონული ჟურნალის განახლებულ ფუნქციონალებს პედაგოგებს შეხვედრაზე გააცნობენ - იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

სამინისტრომ 143 კონსულტანტ-მასწავლებელი სხვადასხვა სკოლასა და სექტორებზე მიავლინა - დეტალები

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - „დამრიგებლებმა მიიღეს კომპიუტერები, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა სტატუსიანი მასწავლებლების ხელფასი“

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

„ჩვენო საყვარელო ბავშვებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წელს მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!“ 

მოსწავლე-მასწავლებლებმა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. ემოციური იყო მათთვის სოხუმის დაცემის კადრები 

„პირველი დღის მხიარული აურზაური“, - ასე უწოდეს 16 სექტემბერს, კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში, დღეს, რომელიც ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა 

განსაკუთრებით ემოციური კი, პირველკასელთა მიღება იყო, რომლებაც ცოდნის ტაძრის კარი პირველად შეაღეს, მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები 

საინტერესო

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება