სიახლეები
სიახლეები

ყოველ მესამე სტუდენტს აწუხებს დეპრესიის ნიშნები, ყოველი მეოთხეს - შფოთვის საშუალო ან ძლიერი სიმპტომები - კვლევა
11-04-2023
-
+


„ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე“, - ნათქვამია კვლევაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩაატარა.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.  

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ქუთაისის, ბათუმის გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტის 2995 სტუდენტი გამოიკითხა. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან.

სტუდენტების 72 პროცენტი ამბობს, რომ მისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისშემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული სტუდენტების 97 პროცენტს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია. სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ თუ მიხვდება, რომ სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება, არავის მიმართავს დახმარებისთვის და ეცდება პრობლემა თავად მოაგვაროს (44%).

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების ბარიერებს შორის დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე  სპეციალისტთან ვიზიტის და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალობა.

სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში სტუდენტების უმრავლესობა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან გეგმავს სხვადასხვა ვებგვერდის, იუთუბ არხების, ინფლუენსერების ბლოგების, სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების დახმარებით. თუმცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების აზრით, ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია არ არის სანდო, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ინფორმაცია სამედიცინო წყაროებს ეყრდნობოდეს.

დარგის ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების შეფასებით, ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მხარდამჭერი, პრევენციული ან სარეაბილიტაციო სერვისები. სპეციალისტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და სარეაბილიტაციო პროგრამების, მათ შორის ფსიქიკური აშლილობებისა თუ ადიქციის მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდების გარემოსთან რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების განვითარება. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის დასახელდა სუიციდის პრევენციის პროგრამის შექმნა, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა; სოციალური მუშაკების მომსახურების და მობილური ჯგუფების მეტად განვითარება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ახალგაზრდები ყველაზე ხშირად დეპრესიით, შფოთვითი აშლილობებით ან პანიკური შეტევებით მიმართავენ. ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც - პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.

“თითოეული ახალგაზრდა იმსახურებს შესაძლებლობას იცხოვროს ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებით და ეს მოიცავს კარგ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამ კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის გადაუდებელ საჭიროებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მომავალ თაობას, ჰქონდეს ნათელი მომავალი“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

კვლევაზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და პროგრამების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, იმისთვის, რომ ეს მომსახურება იყოს მათთვის საინტერესო და მიმზიდველი. იმისათვის, რომ შემცირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების მიღების ბარიერები, აუცილებელია საზოგადოებაში და მათ შორის, ახალგაზრდებში გაიზარდოს ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება