მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი თურქეთის საუკეთესო კლინიკებთან თანამშრომლობს.
კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია, საქმიანი ვიზიტით ქალაქ სამსუნში გაემგზავრა.
7 აპრილს, კი სამსუნში ქართველ და თურქ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მემორანდუმით დასრულდა. შეხვედრა წარმატებით ლია ბუკიამ წარმართა.
მსოფლიოში წამყვანმა თურქეთის ანადოლუს სავადმყოფომ საქართველოს წარმომადგენლობასთან მემორანდუმი პირველად გააფორმა. მემორანდუმს ხელი ანადოლუს სავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა - იასემინ თურანმა და საერთაშორისო განათლების, კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა - ლია ბუკიამ მოაწერეს.
პროექტში ჩართულია თურქეთში, საქართველოს ჯანდაცვის წარმომადგენელი ჯემალ ბერიძე.
როგორც კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ დაწესებულებას შორის გაფორმდა, კიდევ არაერთი პროგრესული ინოვაციური მეთოდის წამოწყების საფუძველი გახდება.
მემორანდუმის გაფორმებამ ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა, რადგან თურქული მხარე იღებს ერთგვარ ვალდებულებას, რომ ექსკლუზიურად ითანამშრომლოს კვლევით ინსტიტუტთან.
„მემორანდუმი დოკუმენტირებული, იურიდიული დასტურია იმის, რომ წლების განმავლობაში გაგრძელდება ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ანადოლუს ჰოსპიტალთან. მემორანდუმში მოიაზრება არა მხოლოდ ოპერაციების ჩატარება, არამედ სამედიცინო პერსონალის გაცვლითი პროგრამებიც“,- აღნიშნავს ლია ბუკია.
მისი თქმით, მემორანდუმი ქართული მედიცინის ისტორიაში უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„მემორანდუმი განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა ჩვენი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისითაც.
კლინიკებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას, კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ანადოლუს ჰოსპიტლის განათლების ცენტრის გახსნას, რომელიც არა მარტო ადგილობრივ ექიმებს მოემსახურება, არამედ მთელი რეგიონის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული“,- დასძენს ლია ბუკია.
სარეკლამო მასალა®
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება