„პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ქვემო მახოს საჯარო სკოლაში
11-04-2023
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
შთამბეჭდავი ღონისძიება სახელწოდებით - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ პედაგოგ სალომე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეზიის დანიშნულებაზე, მის არსზე და პოეტების კალმით შექმნილ ქმნილებებზე, წაიკითხეს დიდი პოეტების უმნიშვნელოვანესი ლექსები პოეზიაზე. ღონისძიების მეორე ნაწილი კი, მოზარდებმა მათი საყვარელი პოეტის მიერ შექმნილ ლექსებს დაუთმეს, რომლებიც თავადვე შეარჩიეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ ღონისძიების მიზანი იყო პოეზიისადმი სიყვარულის გაღვივება-გამოვლინება და მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრეატიული უნარების განვითარება.