სიახლეები
სკოლები

შთამბეჭდავი პრეზენტაცია თბილისის N60 სკოლაში - მე-8 კლასის მოსწავლეებს თანაკლასელის კარდიოლოგი მშობელი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე ესაუბრა
12-04-2023
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

„სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. მოსწავლის სწავლის შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც მასწავლებელი და მშობელი ერთად მსჯელობენ, გეგმავენ, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით.

სკოლის ცხოვრებაში მშობლის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის, როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. მშობელთა მიზანმიმართულად გააქტიურებაში დიდ დახმარებას გვიწევს მათთან ერთად დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები“,- აღნიშნავენ თბილისის N60 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით, ბიოლოგიის კლუბ „ბუნების კარის“ ინიციატივით, მე-8 კლასში ჩატარდა შემაჯამებელი პრეზენტაცია თემაზე - „გულ-სისხლძარღვთა სისტემა და მისი დაავადებები“.

პრეზენტაციაზე მიწვეული იყო ამავე კლასის მოსწავლის - მარიამ რევაზაშვილის მშობელი „ჯანმრთელობის სახლის“ კარდიოლოგი ნინო ბედოიძე, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა გულის სხვადასხვა დაავადებებისა და ელექტროკარდიოგრამის დანიშნულებაზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღნიშნულ თემაზე მომზადებული მასალები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია, დირექტორის მოადგილე ნანა ლომთათიძე, ბიოლოგიის პედაგოგი თამარ მოსეშვილი და კლასის ხელმძღვანელი მანანა ქარდავა.

„მშობელთა ჩართულობით კვლავ გაგრძელდება ღონისძიებები, რითაც მშობელი უკეთ იგრძნობს, რომ სკოლა ის ადგილია სადაც მას იღებენ, უსმენენ და მის აზრს ითვალისწინებენ, რაც დაეხმარება აქტიურად ჩაერთოს შვილის განათლებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებამდე ყოველთვის ვმასპინძლობ და მშობლებთან ერთად მათ ვეცნობი



ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

პიროვნება
სკოლები

„წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ თოთოეულ მათგანს ჩვენი  სკოლის, სოფლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ“

პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებამდე ყოველთვის ვმასპინძლობ და მშობლებთან ერთად მათ ვეცნობი



სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება