მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, 2023 წლის ბიუჯეტიდან, სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, სოციალურად დაუცველი ადგილობრივი არასრულწლოვნების ის კატეგორიები, რომლებიც სახელმწიფოსგან გარკვეულ დახმარებას მიიღებენ.
ცვლილების თანახმად, ბიუჯეტიდან 420 ლარით ანაზღაურდება ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 17 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეთა სარეაბილიტაციო-სამედიცინო მომსახურების სახეები, როგორებიცაა: შეფასება, ქცევის თერაპია, მეტყველების თერაპია, სენსორული თერაპია, ფსიქოთერაპია, ხელოვნებით თერაპია, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სპეციალური პედაგოგის დახმარება.
რაც შეეხება დოკუმენტაციას, მოსარგებლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:ა) წერილობითი განცხადება; ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მიმდინარე პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა) შესაბამისი დიაგნოზით; დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის ასლი; ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად);
აღსანიშნავია ისიც, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა თვეში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ქირით უზრუნველყოფის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
ამ დახმარების მოთხოვნის უფლება აქვს ბენაფიციარს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი/ბავშვები და მისი საცხოვრებელი სახლი არ აკმაყოფილებს უსაფრთხო და ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებს და რომელსაც არ აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი; ასევე ძალადობის მსხვერპლმა მშობელმა, რომელსაც ჰყავს არასრულწოვანი ბავშვი/ბავშვები და არ აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი.
ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარჩენალდაკარგული 18 წლამდე პირები მიიღებენ 200 ლარს, წელიწადში ერთხელ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა