სიახლეები
სიახლეები

რას ფიქრობენ საჯარო სკოლის დირექტორები მოსწავლეთა კალიგრაფიაზე
12-04-2023
-
+


სწავლის თანამედროვე მიდგომებმა ბევრი მოთხოვნა შეცვალა. მაგალითად, დღეს, ნაკლები ყურადღება ექცევა მოსწავლის კალიგრაფიას, რასაც დირექტორების ნაწილი უარყოფითად აფასებს, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლემ სუფთად წეროს და შეცდომები არ დაუშვას წერისას, თორემ ყველას არ აქვს უნარი ლამაზად წეროს. საჯარო სკოლის ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ თანამედროვე გაჯეტებმა, კლავიატურის ხშირმა გამოყენებამ მოსწავლეების ნაწერი ნამდვილად გააურესა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სკოლებში არაერთი აქტივობა ტარდება, რომელიც მოსწავლეებს ნაწერის გაუმჯობესებისა და ლამაზად წერის მოტივაციას აძლევს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი:

წლების წინ ბავშვებში უფრო მეტად იყო წერის კულტურა განვითარებული. თუმცა შემდგომ მიდგომა შეიცვალა და წერას აღარ ენიჭებოდა დიდი ყურადღება, მნიშვნელოვანი იყო, სწორად გაეკეთებინა მოსწავლეს დავალება, და კალიგრაფიის გამო გვეუბნებოდნენ რომ შენიშვნა აღარ მიგვეცა.

ჩემს დროს ქართულში ყოველთვის მოგვეთხოვებოდა კარგი კალიგრაფია. ლამაზი ნაწერი თუ არ გქონდა, სუფთად მაინც უნდა გეწერა, ახლა ასე აღარ არის თუმცა,  დედაენის დღესთან დაკავშირებით დაგვირეკეს და გვითხრეს იქნებ ლამაზი კალიგრაფიის ნაწერები გამოგვიგზავნოთო...   

ახლაც როცა ქართული ენისა და ლიტერატურის 2 საათია ერთ საათს ენას და წერას ყოველთვის ვუთმობ...  ახლა მყავს ერთი საოცრად ნიჭიერი და ჭკვიანი მოსწავლე, მაგრამ კალიგრაფიაზე ყოველთვის „ვჩხუბობთ“. ძალიან ცუდი ნაწერი აქვს და ვერ ვასწორებინებ.

მოხარული ვიქნები თუ კალიგრაფიას უფრო მეტი ყურადღება მიექცეოდა, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ კალიგრაფია, არამედ მხატვრული კითხვაც. ადრე გვქონდა ხოლმე კლასგარაშე კითხვა, მოსწავლეები მხატვრულად, ინტონაციით კითხულობდნენ და ძალიან მოსწონდათ ხოლმე ეს. ვფიქრობ ასეთი ტიპის აქტივობები ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ჭკადუა:

მე ძალიან კარგად მახსოვს როცა ე.წ. სუფთა წერა რომ გვიტარდებოდა და ნამდვილად მისასალმებელია ეს მიდგომა. დაწყებითი კლასის მასწავლებლები დღესაც აკეთებენ მსგავს აქტივობებს მოსწავლეებთან და კალასში აწყობენ მოსწავლეთა ნაწერების გამოფენას. რა თქმა უნდა კარგი კალიგრაფია და გრამატიკულად გამართული წერის უნარები მნიშვნვნელოვანია და ყოველთვის მხარს ვუჭერ მსგავსი ტიპის აქტივობებს. 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ჭაღალიძე:

ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეები წერდნენ კარგი კალიგრაფიით. ნაწერი ესთეტიურად მიმზიდველი უნდა იყოს. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ნაწერის სისუფთავეს და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იყო. უფრო მეტი ყურადღებით ვწერდით და შეცდომაც ნაკლები იყო.

თანამედროვე მიდგომებში კი უგულებლჰყვეს სუფთა წერა. და დღეს, იშვიათია მოსწავლე, რომელიც ლამაზად წერს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიც ვარ და ამ პრობლემას კარგად ვხედავ. ვფიქრობ ეს პრობლემა იმ გარემოებითაა გამოწვეული, რომ დაწყებით საფეხურზე აღარ ექცევა ყურადღება კალიგრაფიას, რაც მოსწავლეებისთვის ძალიან ცუდია.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მარგველანი:

ძალიან კარგია, როცა მოსწავლეს შეუძლია ლამაზად წერა, თუმცა ადრე ძალიან მკაცრად ითხოვდნენ რომ მოსწავლეს ჰქონდა თუ არა უნარი, ლამაზად უნდა წერა რაც ვფიქრობ არასწორია. თუმცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება, ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

ახლაც, დედაენის დღესთან დაკავშირებით ვაპირებთ, კალიგრაფიის კონკურსის გამართვას, რომელშიც ყველა კლასი მიიღებს მონაწილეობას. როგორც იცით, საბაზო სკოლა ვართ, შესაბამისად პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას და ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო კალიგრაფიის მქონე მოსწავლე. ვფიქრობ, აქტივობა სახალისო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის და დიდი ინტერესით ჩაერთვებიან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი რომან ქავთარაძე:

მოსწავლეებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს რომ კარგი კალიგრაფია ჰქონდეთ. ვფიქრობ, ისეთი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და დამწერლობის მქონე ქვეყანაში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ წერის კულტურა და დავანახოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს.

სკოლა თავის მხრივ მაქსიმალურად უწყობს ხელს მოსწავლეებს თავიანთი უნარების გამოვლენაში, დახვეწაში. არაერთი კონკურსი ტარდება ამ მიმართულებით, სადაც არამხოლოდ მოსწავლეებს მასწავლებლებსაც შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლა დირექტორი ოთარ დავითაძე:

კომპიუტერ,ა ამ მხრივ ძალიან ცუდი როლი შეასრულა. მოსწავლეთა უმეტესობას ნამდვილად ცუდი ნაწერი აქვს და ხშირად არამხოლოდ მასწავლებლებს, თავადაც უჭირთ იმის გარჩევა თუ რა დაწერეს. ამიტომ ვფიქრობ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს. ვფიქრობ ყველაფრის ნებაზე მიშვება არ არის სწორი და მოსწავლეებს უნდა მოვთხოვოთ ლამაზი თუ არა სუფთა ნაწერი მაინც.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა უგულავა:

კარგი კალიგრაფიის ქონა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ესთეტიკურ უნარ-ჩვევებს უვითარებს მოსწავლეებს, თუმცა დღეს ნაკლებად ექცევა ამ საკითხს ყურადღება. ახლა ძირითადად იმ მოსწავლეებს აქვთ კარგი კალიგრაფია, რომლებსაც მშობლებიც სთხოვენ ნაწერს და ყურადღებას აქცევენ, სკოლებში მნიშვნელობა უფრო იმას ენიჭება, თუ რას წერს მოსწავლე, კალიგრაფიის გამო შენიშვნას არ ეძლევა ბავშვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ნაწერი გარკვევადი უნდა იყოს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა ქურხაშვილი

მოსწავლეების კალიგრაფია ნამდვილად არის პრობლემა და ძალიან კარგი იქნებოდა თუ მასწავლებლები გამოიყენებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ საკითხს. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩვენს სკოლაში არანაკლები ყურადღება ექცევა ახლაც კალიგრაფიას ჩვენ პედაგოგები ორი რვეულის პრინციპით მუშაობენ. ერთ რვეულში მასწავლებელი სიტყვების, წინადადებებს უწერს მოსწავლეს, მეორეში მოსწავლეები თვითონ წერენ და მიაქვთ პედაგოგთან. მართალია მასწავლებლები მეტ ენერგიას ხარჯავენ, თუმცა ეს მოსწავლეებისთვის ძალიან შედეგიანია.

კალიგრაფიისთვის ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში, როცა მოსწავლეები წერას სწავლობენ. თუ მოსწავლე თავიდანვე შეეჩვევა სუფთად წერას, შემდეგ უკვე აღარ უჭირს, ამიტომ ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მასწავლებლებმა ყურადღება გამოიჩინონ.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება
სკოლები

ქუთაისის N45 სკოლის მასწავლებლები დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული რესურსების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ


კლუბის წარმატებული საქმიანობა დაფასდა და კლუბი კონკურსის ფინალისტია

მოსწავლეებმა ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნა შეაჯამეს

სკოლაში არაერთი წარმატებული თაობა აღზრდილა, რომელთან გამომშვიდობებაც პედაგოგებისთვის დიდ სიხარულთან ერთად, სევდისმომგვრელია
საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება