მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კვლევა მასწავლებლის საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. პედაგოგი თავის პრაქტიკულ საქმიანობაში მუდმივად კვლევა-ძიების პროცესშია, საკვლევი საკითხი კი უამრავი შეიძლება იყოს.
მასწავლებელი სანამ უშუალოდ კვლევის პროცესზე გადავა, იქამდე უნდა განსაზღვროს, რისი გარკვევა სურს? მისი მიზანი კვლევით პრობლემის მიზეზის დადგენაა თუ მისი მოგვარების გზის აღმოჩენა?
მასწავლებელმა პრაქტიკის კვლევა შესაძლებელია განახორციელოს სამი ძირითდი მიზნით: არსებული პრაქტიკის შესწავლა (მაგ.:რა განაპირობებს მოსწავლეების დაბალ შედეგებს?), პრობლემის მოგვარება (მაგ,: რა შეიძლება გაკეთდეს მოსწავლეებში დისციპლინის პრობლემების მოსაგვარებლად?), სასურველი ცვლილების განხორციელება (სასარგებლოა თუ არა ჯგუფური მუშაობა დიფერენცირებული სწავლების თვალსაზრისით?)
კვლევის ფოკუსის განსაზღვრის შემდეგ სასურველია სამოქმედო გეგმის შემუშავება. მასწავლებლებისთვის შედგენილი გზამკვლევის თანახმად, კვლევის დაგეგმვა პედაგოგებს დაეხმარება, თავიდან აიცილონ უსარგებლო საქმიანობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში განმარტებულია, რომ კვლევის დაგეგმვის ეტაპზე მასწავლებლებს დაეხმარება შემდეგ შეკითხვები:
ექსპერტები მიუთითებენ, რომ კვლევის ფოკუსის შესახებ საბაზო ინფორმაციის მოძიებისთვის მაწავლებლებმა შეიძლება გამოიყენონ ისეთი სტრატეგიები, როგორებიცაა პროფესიული ლიტერატურისა და კოლეგების გამოცდილების გაცნობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი