მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი საგაკვეთილო მასალის სწავლა ორიგინალურად დაიწყეს.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებთან - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, დაკავშირებით საინტერესო აქტივობა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა კლასში, აკვანი დადგეს, ჩონგური მიიტანეს და ქართული ხალხური სიმღერები გააჟღერეს, მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს და დიდი საზოგადო მოღვაწე კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს.
„ძველი ქართული იავნანა და მისი ძალა...“, - ამ ლოზუნგის ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები და გაკვეთილის სწავლას ხალისით შეუდგნენ.
სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“