კლდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო საგანმათლებლო პროექტი განახორციელეს
12-04-2023
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა თემაზე საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლის - ეკოკლუბის ლიდერის დარიკო ფერაძის და მე-11 კლასის მოსწავლის - დილარი მელიქიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ნაადრევი ქორწინება“ და „ძალადობა ოჯახში“ განხორციელდა.
კლასში, პროექტის ფარგლებში, ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო. მოსწავლეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და მათ შესახებ იმსჯელეს.
„მადლობა თითოეულ მონაწილეს, მადლობა დირექციას ხელშეწყობისათვის“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.