სიახლეები
სკოლები

თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
12-04-2023
-
+


თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ისინი ასევე პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო დაწესებულებას სტუმრობენ.

ამჯერად, სკოლის III და IV კლასების მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელებთან - ნინო მაღრაძესთან და მარიკა ჯარაშნელთან ერთად, საქართველოს ხელოვნების სასახლე მოინახულეს.

მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში მუზეუმის დაარსების ისტორიას გაეცნენ და დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან მათ ასევე მოისმინეს ისტორიები სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებზე.

ისინი ასევე საგანმანათლებლო პროგრამაში - „აღდგომის დღესასწაული“ მონაწილეობდნენ, სადაც საკუთარი ხელით მოხატეს სააღდგომო კვერცხები.

დღე დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში 

„საუკეთესო 2023-2024 სასწავლო წელი“, - ასე აფასებენ წელს სკოლაში, სასკოლო საზოგადოება ხარობს, რომ სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება