სიახლეები
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს 
12-04-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეული და საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები იმართება. 

ამჯერად კი, სკოლაში intel-ის 4 პროექტი განხორციელდა. 

პროექტი „ბედნიერი ხარ?" - მასწავლებლების ალისა ჩარკვიანისა და თამარ ჩხენკელის ხელმძღვანელობით გაიმართა. მის ფარგლებში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა იყვნენ ონლაინ სივრცეში ფრთხილად, მოიქცნენ პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად. მათ მანქანური სწავლების არსი გაიაზრეს, შექმენეს მანქანა, რომელიც პასუხობს მათ შეკითხვებსა და ბრძანებებს.

პროექტი - „ტყის ხანძრების გამოძიება“ პედაგოგების თამარ მეშველიანისა და თამარ ჩხენკელის ხელმძღვანელობით განხორციელდა. მე-8 კლასის მოსწავლეებმა გაიაზრეს წვისთვის საჭირო პირობები, გააანალიზეს სივრცითი მონაცემები ტყის ხანძრის ადგილმდებარეობის ტენდენციების დასადგენად, შეეაფასეს ადამიანის მიერ გამოწვეული ცვლილებების როლი ტროპიკებში, რომლებიც იწვევენ ტყის ხანძარს, მათ Global Forest Watch Fires (GFW-Fires) გამოიყენეს, რომელიც ვებ-ზე დაფუძნებული GIS ინსტრუმენტია.

კიდევ ერთი პროექტი - „ჩემი 3D ვულკანი“ - გეოგრაფიაში, მასწავლებელ ეთერი ქუთათელისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის თამარ ჩხენკელის ჩართულობით, გაიმართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ამოიცანეს სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია ვულკანებთან, შექმენეს ვულკანის ტიპის 3D მოდელები, ახსნეს ვულკანების ამოფრქვევის მიზეზები, იმსჯელეს ვულკანური ამოფრქვევის ეფექტებზე, დაამზადეს პოსტერები, ხელით შექმნეს 3D ვულკანის მოდელი, მიმართეს tinkercad.com-ზე 3D დიზაინის ძირითად ფუნქციას და სხვადასხვა ტიპის ვულკანის მოდელი დაამზადეს. შემდეგ კი, აღნიშნული მოდელები საერთო პრეზენტაციის შეაქმნელად გამოიყენეს.

ბიოლოგიაში, მასწავლებელ დალი მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი „ხორცი თუ მარცვლეული“ განხორციელდა. მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა გააცნობიერეს, თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით ჩაწერისა და ორგანიზების გზებს გაეცნენ, მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა გაიგეს. მათ მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება შეძლეს. 

ყველა პროექტმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში 

„საუკეთესო 2023-2024 სასწავლო წელი“, - ასე აფასებენ წელს სკოლაში, სასკოლო საზოგადოება ხარობს, რომ სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება