სიახლეები
სკოლები

„რომი - რესპუბლიკიდან იმპერიამდე“- ზესტაფონის N5 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
12-04-2023
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად, დიდი მონდომებითა და ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგ მარინე ფერაძესთან ერთად, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - „რომი - რესპუბლიკიდან იმპერიამდე“, წარადგინეს. პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა რომის ლეგიონის შესახებ სლაიდშოუ და PP პრეზენტაცია მოამზადეს.

გარდა ამისა, საინტერესოდ იმსჯელეს საკთხზე - „მე რომ სენატის წევრი ვყოფილიყავი...“, გაარკვიეს რა გავლენა აქვს რომაულ მემკვიდრეობას თანამედროვეობაზე.

პრეზენტაციას საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის და ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. მე-7 კლასის
დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე გახლავთ.

„მოგეხსენებათ, კომპლექსური დავალების შესრულებისას მთავარი როლი ეკისრება პროდუქტს, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნამუშევრის წარდგენაა, სადაც მოსწავლე საუბრობს იმაზე, რა სტრატეგიები გამოიყენა ან რას შეცვლიდა, ახლა რომ იწყებდეს დავალების შესრულებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში 

„საუკეთესო 2023-2024 სასწავლო წელი“, - ასე აფასებენ წელს სკოლაში, სასკოლო საზოგადოება ხარობს, რომ სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება