მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლის პირველკლასელებს შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
7 აპრილს, დამრიგებელმა, ლალი აკობიამ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა კაციტაძესთან და 1-ელიდ კლასის მოსწავლეებთან ერთად გასვლითი გაკვეთილი მოაწყო, მთაწმინდის პანთეონსა და დედაენის ძეგლთან.
ბავშვებმა, გამოჩენილ მამულიშვილთა საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოზარდები, დიდი ინტერესით უსმენდნენ მასწავლებლებს, რომლებმაც მათ წარსულის საინტერესო ისტორიები უამბეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებზე, ავალიშვილის, ამაშუკელის და სხვათა ქანდაკებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებს მამა დავითის ტაძარში დანთებულმა სანთლებმა, კიდევ უფრო გაუთბო გულები და სიწმინდეებისაგან გადმოღვრილი მადლით დატვირთულნი დედაენის ბაღს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა, გაიხსენეს დედა ენის ავტორი, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე და დედა ენის მნიშვნელობაზე. წარმოთქვეს სხვადასხვა პოეტის ლექსები და სიმღერები შეასრულეს, შინ კი ბედნიერები და კმაყოფილები დაბრუნდნენ.
„მოსწავლეებმა უნდა გაითავისონ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების აუცილებლობა, გაიგონ და დაიმახსოვრონ ისტორიები იმ სახელოვან წინაპრებზე, ვისი დამსახურებითაც შემოვინახეთ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი მთავარი, მშობლიური ენა.
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?…“, - აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით