სიახლეები
სკოლები

„ავამაღლოთ აუტიზმის ცნობადობა“ -  ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერსო პრეზენტაცია გამართეს
12-04-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის რესურსოთახში მე-8 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ქადაგიძემ და საბა კიკოლაშვილმა სპეცმასწავლებლის-ეკატერინე წიქარიშვილის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „ავამაღლოთ აუტიზმის ცნობადობა“ წარადგინეს.

„მათ თანატოლებს გააცნეს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა და ადამიანი აუტიზმის სპექტრით,  საზოგადოების ღირსეული წევრია. მადლობა მათ ასეთი კარგი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს გამოაცხადა. ამ დღის დაწესება აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

ვის დაუბრუნდება თანხები უკან - NAEC-მა განაცხადების მიღება დაიწყო

 აბიტურიენტთა რანჟირებულ სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით ცნობილია

ქულათა გათანაბრების ცხრილი და იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა

პიროვნება
სკოლები

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში 

„საუკეთესო 2023-2024 სასწავლო წელი“, - ასე აფასებენ წელს სკოლაში, სასკოლო საზოგადოება ხარობს, რომ სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 

საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება